April 25, 2024

"სავარაუდოდ, წინა ციფრი შეეშალათ სამის მაგივრად ხუთიანი უნდა ყოფილიყო" - კალაძე

ალბათ შეეშალათ და სამის ნაცვლად წინა ციფრი ხუთი უნდა დაეწერათ, - ასე გამოეხმაურა კახა კალაძე Edison Research-ის კვლევის შედეგებს.

პარტია ,,ქართული ოცნების" გენერალური მდივნის განცხადებით, წლებია კონკრეტული კვლევითი ჯგუფები ცდილობენ საზოგადოებრივი აზრზე მოახდინონ გავლენა და ამით მანიპულირებენ.

 

,,ჩემი დამოკიდებულება იცით კვლევების მიმართ, ამ კონკრეტულ კვლევას რაც შეეხება, რომლითაც ,,ქართულ ოცნებას" 39%-აქვს, სავარაუდოდ, წინა ციფრი შეეშალათ სამის მაგივრად ხუთიანი უნდა ყოფილიყო. დღეს "ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო" არის ერთადერთი ძალა ქვეყანაში, ვისაც რეალურად აქვს იმის შანსი, რომ შეიძლება საკონსტიტუციო არა მაგრამ, ძალიან დიდი უმრავლესობით მოვიდეს პარლამენტში ყოველგვარი კოალიციების გარეშე. 2011 წლიდან მოყოლებული, შეგიძლიათ ამოიღოთ კვლევების  სტატისტიკა და ნახოთ,  თუ როგორ მანიპულირებდნენ კონკრეტული კვლევითი ორგანიზაციები აზრზე, რა შედეგებს დებდნენ ვის სასარგებლოდ და რა შედეგები იდებოდა არჩევნებში", - განაცხადა კალაძემ.

წაკითხვა 448 ჯერ განახლდა განახლდა ივლისი 17 2020

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.