ამ გვერდის ამობედვა

,,ხელისუფლებას ამ ბოლო კვლევით კვლავ უმცირდება ,,კორონას რეიტინგი" - კახიძე

ასეთივე რეიტინგი ჰქონდა 2012 წელს იმდროინდელ ხელისუფლებას, რაც იმის მანიშნებელია, რომ ,,ქართული ოცნების" ხელისუფლება არჩევნების დროს შეიცვლება, - პარტია "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა Edison Research-ის კვლევასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

ოთარ კახიძის თქმით, ხელისუფლებაში ოპოზიციური კოალიცია მოვა.

 

,,ხელისუფლებას ამ ბოლო კვლევით კვლავ უმცირდება ,,კორონას რეიტინგი". ეს არის იმდენივე რამდენიც ჰქონდა 2012 წლის სექტემბერში მაშინდელ ხელისუფლებას და ეს არის პირდაპირ მაგალითი იმისა, თუ როგორ მოხდება წელსაც ხელისუფლების ცვლილება. ოპოზიციური კოორდინაცია მაჟორიტარებზე იქნება წარმატების გარანტი, რომ პირველივე ტურში გადაწყდეს სიტუაცია", - განაცხადა კახიძემ.

წაკითხვა 456 ჯერ განახლდა განახლდა ივლისი 17 2020

სიახლეები