April 16, 2024

"ქართული ოცნება" იღებს პასუხისმგებლობას თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებაზე"

"პანდემიასთან დაკავშირებული რეკომენდაციების გათვალისწინებით, წელს საარჩევნო კამპანიის გახსნის ღონისძიება განსხვავებული ფორმატით ტარდება, რის გამოც, სამწუხაროდ, მასში მონაწილეობა ვერ შეძლო „ქართული ოცნების" წარმატებითა და ჩვენი ქვეყნის წინსვლით დაინტერესებულმა მრავალმა ადამიანმა,"-  ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა ირაკლი კობახიძემ პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენისას განაცხადა.

 

FirstNews.ge მის გამოსვლას უცვლელად გთავაზობთ:

 

"მოგესალმებით ქალბატონებო და ბატონებო.

 

მივესალმები პარტიის თავმჯდომარეს, პარტიის გენერალურ მდივანს, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს, მინისტრებსა და პარლამენტარებს, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლებების ხელმძღვანელებს, პარტიის წევრებსა და მარდამჭერებს, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს.

 

მივესალმები ღრმად პატივცემულ სტუმრებს, ჩვენი საზოგადოების გამორჩეულ წევრებს, ექიმებს, პედაგოგებს, კულტურის მოღვაწეებს, სპორტსმენებს, ბიზნესმენებს, ყველას, ვისაც თქვენი მოღვაწეობითა და შრომით განსაკუთრებული წვლილი შეგაქვთ ჩვენი სამშობლოს წინსვლასა და წარმატებაში.

 

როგორც „ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბის უფროსს, მაქვს პატივი, „ქართული ოცნების" საარჩევნო კამპანია გახსნილად გამოვაცხადო.

 

პანდემიასთან დაკავშირებული რეკომენდაციების გათვალისწინებით, წელს საარჩევნო კამპანიის გახსნის ღონისძიება განსხვავებული ფორმატით ტარდება, რის გამოც, სამწუხაროდ, მასში მონაწილეობა ვერ შეძლო „ქართული ოცნების" წარმატებითა და ჩვენი ქვეყნის წინსვლით დაინტერესებულმა მრავალმა ადამიანმა. თუმცა, მომდევნო 3 თვის განმავლობაში, გვექნება საშუალება, ჩვენი მიზნები და ხედვები მივიტანოთ თითოეულ ადამიანამდე, თითოეულ ჩვენს მოქალაქემდე.

 

ჩვენს ქვეყანას წინ ელის მნიშვნელოვანი არჩევნები. „ქართული ოცნება", როგორც მმართველი პარტია, იღებს პასუხისმგებლობას თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებაზე. ჩვენ საზოგადოებას ვუჩვენებთ მაღალ პოლიტიკურ და საარჩევნო კულტურას. „ქართული ოცნება" საზოგადოების წინაშე წარსდგება კარგად გააზრებული, ქართული ეკონომიკის გაძლიერებისკენ, ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის განმტკიცებისკენ მიმართული საარჩევნო პროგრამით და იმგვარი კამპანიით, რომელიც ქვეყნის წინსვლასა და განვითარებაზე იქნება ორიენტირებული.

 

დარწმუნებული ვართ, ჩვენი მოქალაქეები კიდევ ერთხელ გააკეთებენ არჩევანს ჩვენი ქვეყნის წარმატებული მომავლის, „ქართული ოცნების" სასარგებლოდ. ჩვენ ყველას გვჯერა, რომ საქართველოს წინსვლასა და განვითარებას ალტერნატივა არა აქვს.

 

წარმატების მიღწევა შეუძლებელია ძლიერი გუნდისა და ძლიერი ლიდერის გარეშე. ჩვენი პარტია, მისი თითოეული წევრი, ამაყობს იმით რომ „ქართულ ოცნებას" ყავს გამორჩეული ლიდერი, უანგარო ქველმოქმედი და 2012 წლის დემოკრატიული გარდატეხის შემოქმედი, რომელმაც ჩვენს მოქალაქეებსა და ქვეყანას თავისუფლება, მშვიდობა, სტაბილურობა და წინსვლა მოუტანა,"-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

წაკითხვა 486 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.