იქნება თუ არა დავით უსუფაშვილი “ლელოს” პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი

“პრემიერ-მინისტრობის თავის კანდიდატს უახლოეს მომავალში პოლიტიკური პარტია “ლელოც”დაასახელებს.

როგორც “რეზონანსთან” საუბრისას პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა კახა კოჟორიძემ აღნიშნა, “დავით უსუფაშვილი იქნება, მამუკა ხაზარაძე თუ სხვა ვინმე”, ამას საზოგადოება სექტემბერში გაიგებს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით იქნება თუ არა დავით უსუფაშვილი “ლელოს” პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი.

 

“ლელოს” პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი რა თქმა უნდა ეყოლება. უბრალოდ, ამ ეტაპზე ჩვენ ასე საჯაროდ არ ვასახელებთ, იმიტომ, რომ მაგის დროც მოვა. სექტემბრისთვის ვფიქრობთ და უფრო მეტსაც გეტყვით - არა მხოლოდ პრემოერ-მინისტრობის კანდიდატეს, არამედ მინისტრობის რამდენიმე კანდიდატებსაც დავასახელებთ. საქართველოს მოქალაქეები იმსახურებენ იმას, რომ იცოდნენ ამა თუ იმ რეიტინგული პარტიის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ვინ იქნება, რათა წარმოდგენა ჰქონდეთ, თუ ვინ შეიძლება იყოს მათი პრემიერ-მინისტრი და ცხადია, ჩვენ ხალხის ამ ინტერესს აუცილებლად დავაკმაყოფილებთ”, - ამბობს გამოცემასთან საუბრისას კახა კოჟორიძე და შეკითხვაზე - “განიხილება თუ არა გუნდში პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი?” - პასუხობს:

 

“კონკრეტულად დავით უსუფაშვილი იქნება, მამუკა ხაზარაძე თუ სხვა ვინმე ამას ჯერ, ცხადია, ვერ გეტყვით. ამის დრო როცა მოვა, მაშინ ვიტყვით. მაღალი ალბათობით, ეს სექტემბერში მოხდება”.

წაკითხვა 447 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.