ამ გვერდის ამობედვა

"მოსახლეობის უმეტესობა - 88% ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას აპირებს"- NDI

ეროვნულ–დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საზოგადოებრივი აზრის უახლესი კვლევის შედეგების თანახმად, მოქალაქეების მესამედი აცხადებს, რომ ამომრჩევლების მოსყიდვა არჩევნების სამართლიანად ჩატარებისთვის ყველაზე დიდ გამოწვევას წარმოადგენს.

კვლევის შედეგების თანახმად, მოსახლეობის უმეტესობა, 56 პროცენტი დარწმუნებულია, რომ საპარლამენტო არჩევნები თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარდება. რაც შეეხება საარჩევნო დაბრკოლებებს, ამომრჩეველთა მოსყიდვას მოსდევს დარღვევები ხმის მიცემის პროცედურებში (15 პროცენტი) და ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენება (13 პროცენტი).

 

ამასთან, მოქალაქეების 88% აცხადებს, რომ ხვალ, რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს მონაწილეობას მიიღებდა, თუმცა, კითხვაზე გადაწყვეტილი აქვს თუ არა ვის მისცემს ხმას, 59% აღნიშნავს, რომ ჯერ კიდევ არ აქვს გადაწყვეტილი თუ ვის მისცემს ხმას.

 

„მოსახლეობის უმრავლესობამ არ იცის ან არ ასახელებს იმ პარტიას, რომელსაც ხმას მისცემდა ხვალ რომ არჩევნები ტარდებოდეს. მოსახლეობის მხოლოდ 27%-მა დაასახელა კონკრეტული პარტია”,-აღნიშნულია NDI-ს კვლევის შედეგებში.

წაკითხვა 526 ჯერ განახლდა განახლდა სექტემბერი 14 2020