„ამ პროგრამით ასიათასობით ქართული ოჯახის ფინანსური მდგომარეობა გაუმჯობესდება“ - ლევან ბოძაშვილმა „ნეოსაქართველო“ საერთაშორისო ბლოკჩეინფორუმზე წარადგინა

„საბანკო სექტორზე დამოკიდებულების შემცირება და ასიათასობით ქართული ოჯახის ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესება - ეს ის ძირითადი საკითხებია, რომელზეც პოლიტიკური მოძრაობა“სოციალური სამართლიანობისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ბოძაშვილმა საერთაშორისო ფორუმზე „ბლოკჩეინი სოციალური სიკეთისთვის“ ისაუბრა.

 

პროგრამის ავტორის განმარტებით, „ნეოსაქართველო: ბლოკჩეინისა და ტექნოლოგიური ქვეყნის ტრანსფორმაციის კონცეფციაა, რომელიც ქვეყანას ახალ საფეხურზე აიყვანს.

 

„პროგრამა „ნოსაქართველო“ პირდაპირ ითვალისწინებს ტექნოლოგიების მეშვეობით ასიათასობით ქართული ოჯახების ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებას. საჯარო და საბანკო სექტორზე დამოკიდებულების შემცირებას. აგრარული და ტურისტული სფეროებისთვის ხარისხისა და გასაღების ბაზრების უზრუნველყოფას, ხელმისაწვდომი ფასების შექმნის მიზნით, ფარმაცევტული სფეროს მოდერნიზებას და ა.შ. რაც შეეხება ფორუმს, მისი მთავარი დანიშნულება სოციალური საჭიროებებისა და მატერიალური დოვლათის შესაქმენლად ბლოკჩეინის გამოყენებაა,“ - აღნიშნა ლევან ბოძაშვილმა.

 

ცნობისთვის, ფორუმი, რომელიც 16 სექტემბერს, დილის ცხრა საათიდან ონლაინრეჟიმში მიმდინარეობდა, 200-ზე მეტ გლობალურ საბანკო, საფინანსო და ტექნოლოგიურ კომპანიას აერთიანებს. ღონისძიებაში მონაწილეობა მსოფლიოს წამყვანი ორგანიზაციის წარმომადგენლებმა მიიღეს, მათ შორის იყვნენ, მსოფლიო ბანკის ტექნოლოგიების აღმასრულებელი დირექტორი ლესლი გო,  აშშ მშვიდობის ინსტიტუტის მშვიდობის ტექლაბის პრეზიდენტი შელდონ ჰიმერფლაბი, კომპანიების IBM, Oracle, JP Morgan, ABN Amro აღმასრულებელი პირები და ა.შ.

წაკითხვა 510 ჯერ განახლდა განახლდა სექტემბერი 17 2020
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.