ამ გვერდის ამობედვა

„ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშიამ“ პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა

პოლიტიკურმა გაერთიანებამ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა.


თბილისის მასშტაბით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშიას“ დეპუტატობის კანდიდატები იქნებიან:
გლდანის საარჩევნო ოლქი – ნიკა მელია;
სამგორის საარჩევნო ოლქი – ლევან ხაბეიშვილი;
ისნის საარჩევნო ოლქი – ხატია დეკანოიძე;


რაც შეეხება რეგიონებს, „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი კანდიდატების სია ასეთია:
მცხეთა-დუშეთი-თიანეთი-ყაზბეგის საარჩევნო ოლქი – ცეზარ ჩოჩელი;
თელავი-ახმეტა-ყვარელი-ლაგოდეხის საარჩევნო ოლქი – გიორგი ბოტკოველი;
გურჯაანი-საგარეჯო-სიღნაღი-დედოფლისწყაროს საარჩევნო ოლქი – ლევან ბეჟაშვილი;
რუსთავის საარჩევნო ოლქი – დავით კირკიტაძე;
მარნეული-გარდაბნის საარჩევნო ოლქი – აზერ სულეიმანოვი;
ბოლნისი-დმანისი-თეთრიწყარო-წალკის საარჩევნო ოლქი –  კახა ოქრიაშვილი;
გორი-კასპის საარჩევნო ოლქი – ბადრი ბასიშვილი;
ხაშური-ქარელის საარჩევნო ოლქი – ნატო ჩხეიძე;
ახალციხე-ადიგენი-ბორჯომი-ასპინძის საარჩევნო ოლქი – ვაჟა ჩიტაშვილი;
ახალქალაქი-ნინოწმინდის საარჩევნო ოლქი – მელიქ რაისიანი;
ქუთაისის საარჩევნო ოლქი – გრიგოლ ვაშაძე;
საჩხერე-ჭიათურა-ხარაგაულის საარჩევნო ოლქი – გიორგი კაპანაძე;
ზესტაფონი-ბაღდათი-თერჯოლა-ტყიბულის საარჩევნო ოლქი – კახა გეწაძე;
სამტრედია-წყალტუბო-ვანი-ხონის საარჩევნო ოლქი – ნანუკა ჟორჟოლიანი;
ამბროლაური-ონი-ცაგერი-მესტია-ლენტეხის საარჩევნო ოლქი – დილარ ხაბულიანი;
ზუგდიდის საარჩევნო ოლქი – მალხაზ ჯალაღონია;
ფოთი-ხობი-სენაკის საარჩევნო ოლქი​ – მურთაზ ზოდელავა;
აბაშა-მარტვილი-წალენჯიხა-ჩხოროწყუს საარჩევნო ოლქი – როლანდ ფიფია;
ოზურგეთი-ლანჩხუთი-ჩოხატაურის საარჩევნო ოლქი – მანუჩარ კვირკველია;
ბათუმის საარჩევნო ოლქი – ლევან ვარშალომიძე;
ქობულეთის საარჩევნო ოლქი – ბონდო თევდორაძე;
ხულო-შუახევი-ქედისა და ხელვაჩაურის საარჩევნო ოლქი – მიშა ბოლქვაძე;


პოლიტიკურმა გაერთიანებამ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ მაჟორიტარობის კანდიდატები 25 საარჩევნო ოლქში დაასახელა, მაჟორიტარობის კანდიდატები არ დაუსახელებიათ –  საბურთალოს საარჩევნო ოლქში, ვაკის საარჩევნო ოლქში, მთაწმინდა-კრწანისის საარჩევნო ოლქში, ნაძალადევის საარჩევნო ოლქსა და დიდუბე-ჩუღურეთის საარჩევნო ოლქში.
„ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშიამ“ კანდიდატები დაასახელა აჭარის უმაღლეს საბჭოშიც:
ხელვაჩაური, ქედა, შუახევი, ხულო – გია აბულაძე;
ქობულეთი – ელგუჯა ბაგრატიონი ;
ბათუმი – გიორგი კირთაძე.

წაკითხვა 607 ჯერ