ამ გვერდის ამობედვა

"საქართველოში მოქალაქეთა პროფესიული გადამზადებისთვის რამდენიმე პროგრამა მუშაობს"- ზაზა ლომინაძე

,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზაზა ლომინაძე მერობის კანდიდატ იოსებ ხახალეიშვილთან ერთად ავტოქარხნის ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებლებს შეხვდა. კანდიდატებმა ადგილზე მოისმინეს ის საკითხები, რომელიც მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანია. 

,,ავტოქარხნის დასახლებაში კვლავ შევხვდი მოსახლეობას. შეხვედრაზე ჩვენი მოქალაქეები ბევრს გვესაუბრებიან - როგორც პირად საკითხებზე, ასევე ქალაქისა და ქვეყნისთვის მნიშვნელოვან თემებზე. ავტოქარხნის დასახლებაში ბევრი მცირე საწარმო მუშაობს, მათ შორის უცხოური ინვესტიციებით დაფუძნებულები. როგორც სტატისტიკური ანალიზი გვიჩვენებს, პროფესიონალი მუშახელის და ტექნიკური დარგის სპეციალისტების ნაკლებობა გვაქვს. საქართველოში მოქალაქეთა პროფესიული მომზადება-გადამზადებისთვის რამდენიმე სხვადასხვა პროგრამა მუშაობს, სრული სახელმწიფო დაფინანსებით . მოსახლეობას მაქსიმალურად უნდა მივაწოდოთ ინფორმაცია, რომ ამ პროგრამებსა თუ პროექტებში აქტიურად ჩაერთონ და უკეთესად ცხოვრებისთვის ყველა შანსი გამოიყენონ,"-განაცხადა ზაზა ლომინაძემ.

წაკითხვა 504 ჯერ