ამ გვერდის ამობედვა

„თუ ადრე სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომელი ულახავდა ღირსებას პატიმარს, ახლა პირიქით ხდება - პატიმარი ულახავს ღირსებას თანამშრომელს“

„სჯობდა, კომპენსაცია მიგვეცა რეჟიმის მიერ დაჩაგრული პატიმრებისთვის, ვიდრე დღეს 9000-ზე მეტ მსჯავრდებულს ჰქონოდა უფლება, პირობითად, პანღური ამოერტყა სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომლისთვის“ - პოლიტიკური გაერთიანება „სოციალური სამართლიანობისთვის“ ლიდერი, მამუკა ტუსკაძე პენიტენციურ დაწესებულებებში დღეს არსებულ მდგომარეობას აფასებს.

მისი თქმით, დღეს პატიმრები იმაზე მეტ დანაშაულს სჩადიან, ვიდრე ციხის ადმინისტრაცია სჩადიოდა მანამდე. 

 

„ამ ეტაპზე ყველაზე წარმატებული, შედარებითობის თვალსაზრისით, არის სასჯელაღსრულების სისტემა, თუმცა აქ მეორე უკიდურესობაა. ამ სისტემაში დღეს პატიმრები განსაკუთრებული უფლებებით სარგებლობენ. არადა, კანონი მათი უფლებების შეზღუდვის შესაძლებლობას იძლევა. თუ წინა რეჟიმის დროს მათი უფლებები ძალიან ცუდი, უფრო სწორად, მიუღებელი ფორმით ილახებოდა, დღეს პირიქით ხდება. ანუ დღეს პატიმრები იმაზე მეტ დანაშაულს სჩადიან, ვიდრე ციხის ადმინისტრაცია სჩადიოდა მანამდე. ვფიქრობ, აქ სახელმწიფო მიდგომა არასწორია. სჯობდა, კომპენსაცია მიგვეცა რეჟიმის მიერ დაჩაგრული პატიმრებისთვის, ვიდრე დღეს 9000-ზე მეტ მსჯავრდებულს ჰქონოდა უფლება, მაგალითად, პანღური ამოერტყა სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომლისთვის და შეელახა მისი ღირსება. ანუ თუ 8-9 წლის წინ პირიქით ხდებოდა და სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომელი ულახავდა ღირსებას პატიმარს, ახლა, სამწუხაროდ, შეიცვალა როლები და სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომელს პატიმარი ულახავს ღირსებას.“- აღნიშნა მამუკა ტუსკაძემ თემის კომენტირებისას.

წაკითხვა 504 ჯერ