რა უნდა გაითვალისწინოთ ხმის მიცემის დროს ამომრჩეველმა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით, კორონავირუსის ეპიდემიის პირობებში კენჭისყრის დღეს საარჩევნო უბნებზე სანიტარიულ-ჰიგიენური წესების მიხედვით, უბანზე მყოფი ამომრჩეველი პირბადეს სულ 2-ჯერ მოიხსნის.

პირველ შემთხვევაში შესვლის დროს, რიგის მომწესრიგებელთან და მეორე შემთხვევაში რეგისტრატორთან.

 

არჩევნების დღეს, ამომრჩეველს არ ჩაუტარდება თერმოსკრინინგი, თუმცა, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები და არჩევნებში ჩართული სხვა პირები, რომლებსაც აქვთ უფლება იმყოფებოდნენ საარჩევნო უბანზე, შესვლის წინ გაივლიან თერმოსკრინინგს.

 

"ამომრჩეველს უნდა ეკეთოს პირბადე, პირბადის გარეშე ის საარჩევნო უბანზე არ დაიშვება. ისინი ასევე გაივლიან ხელების დეზინფექციის პროცედურას," - განაცხადა ცესკო-ს სპიკერმა, ანა მიქელაძემ.

 

ცესკო-ს მიერ დღეს გამოქვეყნებული მონაცემებით, ქვეყანაში 3 558 291 ხმის მიცემის უფლების მქონე პირია.

წაკითხვა 462 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.