ამ გვერდის ამობედვა

"თანაბარი და სამართლიანი თამაშის წესები გვაქვს" - ირაკლი ღარიბაშვილი

ჩვენი მთავრობის მიერ საარჩევნო კამპანია არის დაცული. ჩვენ გვაქვს თანაბარი, სამართლიანი თამაშის წესები ყველასთვის,- ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ხმის მიცემის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, სახელმწიფო ნებისმიერი სახის პროვოკაციაზე ადეკვატურ რეაგირებას მოახდენს.

 

„თუ რომელიმე სუბიექტი, პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი რაიმე პროვოკაციას დაგეგმავს, სახელმწიფო მოწოდებულია იმისთვის, რომ ასეთ ფაქტებზე ადეკვატური რეაგირება მოახდინოს. ჩვენს ხალხს დაგროვილი აქვს სიბრძნე და გონიერება, რომ დღეს კიდევ ერთი ბრძნული გადაწყვეტილება მიიღოს“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

წაკითხვა 432 ჯერ განახლდა განახლდა ოქტომბერი 31 2020