თბილისში საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის პროცესი უძირო ყუთით მიმდინარეობდა
თბილისის მე-19 საარჩევნო უბანზე 40 წუთის განმავლობაში საარჩევნო პროცესი უძირო ყუთით მიმდინარეობდა, რაც "ლეიბორისტული პარტიის" წარმომადგენლებმა გააპროტესტეს.
ოპოზიციური პარტიის წამომადგენლები აღნიშნული ოლქის ბათილად ცნობას ითხოვენ, რადგან მათი თქმით, იქ მანიპულაციების საშიშროება არსებობს.
"უიშვიათეს ფენომენთან გვაქვს საქმე, 40 წუთის განმავლობაში საარჩევნო პროცესი მიმდინარეობდა უძირო ყუთით, ასეთი რამ წარმოუდგენელია, როდესაც დემოკრატიაზე ვსაუბრობთ. რომ არა ჩვენი წარმომადგენლების გულადობა, ისინი კვლავ გააგრძელებდნენ ასე მუშაობას. ჩვენ ვითხოვთ ამ უბნის ბათილად გამოცხადებას, რადგან არის საშიშროება, რომ აქ მანიპულაციებს აქვს ადგილი", - განაცხადა "ლეიბორისტული პარტიის" წარმომადგენელმა.
სიახლეები
- „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „ლელომ“ საპარლამენტო ბოიკოტი გამოაცხადეს
- კანონის მიღებას პარლამენტთან დაძაბულობა მოჰყვა - აქციის მონაწილეთა ნაწილმა ჯებირი გაჭრა
- სია: 84 დეპუტატი, რომლებმაც „აგენტების კანონს“ მესამე, საბოლოო მოსმენით მხარი დაუჭირეს
- ქუთაისის წერეთლის უნივერსიტეტის ლექტორები სტუდენტებს სოლიდარობას უცხადებენ
- "საქართველოს მთავრობას ქვეყანა ევროატლანტიკური გზიდან გადაჰყავს"- ჯონ ბასი