ამ გვერდის ამობედვა

"4 წელია გარდაცვლილ დედაჩემს ვხედავ სიაში" - ამომრჩეველი

ბათუმის 86-ე უბანზე ამომრჩეველმა საარჩევნო სიაში წლების წინ გარდაცვლილი ოჯახის წევრის სახელი და გვარი აღმოაჩინა. 

 

,,დედაჩემს ვხედავ მეოთხეჯერ არჩევნებზე. ვინა ხართ? უკვე აღარ შემიძლია, ყველა მოსვლაზე ამაზე ვყვირი, არ უნდა გადაამოწმოთ ცოცხალია თუ არა?", – ამბობს მოქალაქე.

 

ცესკოს წარმომადგენელმა ამომრჩეველს უთხრა, რომ ის დაჯარიმდება იმის გამო, რადგან ამდენი ხნის განმავლობაში რეესტრში გარდაცვალების ცნობა არ წარადგინა. 

 

ინფორმაციას და ვიდეოს გამოცემა ,,ბათუმელები" ავრცელებს.

წაკითხვა 413 ჯერ