ამ გვერდის ამობედვა

ქუთაისში მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტური გაიმართება

ქუთაისის 59 საოლქო საარჩევნო კომისიამ 130 -ვე უბნის ხმა დათვალა.

წინასწარი მონაცემებით, პარტია "ქართულმა ოცნებამ" 41,58%, "ნაციონალურმა მოძრაობამ" 29,72 პროცენტი აიღო.



გიორგი ვაშაძე - "სტრატეგია აღმაშენებელი" 6,65%;  "ევროპული საქართველო" - 3,81%;  გირჩი 3,09%; "ლელო" - 2,99% , "პატრიოტთა ალიანსი" - 2,52%;  ალეკო ელისაშვილი მოქალაქეები - 1,17%.



რაც შეეხება მაჟორიტარებს, ამ მონაცემებით მეორე ტური იქნება ქუთაისში. "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატმა ზაზა ლომინაძემ 40,51%, ხოლო გრიგოლ ვაშაძემ 36,14 % აიღო. მერობის კანდიდატებს შორის კი ხმები ასე გადანაწილდა - "ქართული ოცნებიდან" იოსებ ხახალეიშვილმა 46,10% აიღო, გრიგოლ შუშანიამ კი 31,47%.


პარლამენტის არჩევნების  პარალელურად, იმერეთის სამ მუნიციპალიტეტში: ქუთაისში, თერჯოლასა და ხარაგაულში  მერებიც აირჩიეს.

წაკითხვა 437 ჯერ განახლდა განახლდა ნოემბერი 01 2020