ამ გვერდის ამობედვა

პრემიერ-მინისტრის დაცვის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდგინდა

კორონავირუსი პრემიერ-მინისტრის დაცვის თანამშრომელს დაუდგინდა. ამის შესახებ ინფორმაციას "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს. 

ეს ინფორმაცია მათ მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურში დაუდასტურეს.

 

დაცვის თანამშრომელთან, რომელსაც მიზნობრივი შერჩევითი ტესტირებისას კორონავირუსი დაუდგინდა, ხანგრძლივი კომუნიკაციის გამო პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია თვითიზოლაციაში გადავიდა.

 

ცნობისთვის, ამის თაობაზე პრემიერმა განცხადება სოციალურ ქსელ Facebook-ში საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა.

წაკითხვა 424 ჯერ