April 25, 2024

იოსებ ხახალეიშვილი - ხმა მივეცი ქვეყნის ღირსეულ მომავალს, სტაბილურობას,

"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ქუთაისის მერობის კანდიდატმა იოსებ ხახალეიშვილმა არჩევანი მე-40 საარჩევნო ოლქში გააკეთა. როგორც მერობის კანდიდატმა აღნიშნა, მან ხმა მისცა ქვეყნის ღირსეულ მომავალს და სტაბილურობას.

"შემიძლია თამამად განვაცხადო, რომ ჩემს გუნდთან ერთად გზა ღირსეულად გავიარეთ არჩევნებამდე და ჩემი არჩევანიც ღირსეულია, ჩვენი გამარჯვებაც ღირსეული იქნება. ხმა მივეცი ქვეყნის, ჩვენი ქალაქის ღირსეულ მომავალს, სტაბილურობას, მშვიდობას, განათლების, კულტურის კიდევ უფრო განვითარებას. დარწმუნებული ვარ, დღეს ქუთაისი და მთელი საქართველო ღირსეულ არჩევანს გააკეთებს და მოგვცემს იმის საშუალებას, ვიზრუნოთ ჩვენი ქვეყნის, ქალაქის მომავალზე, განვითარებაზე. მადლობას ვუხდი ყველა ამომრჩეველს, ყველა მხარდამჭერს და ჩვენ მზად ვართ, ვიბრძოლოთ ჩვენი ქალაქის კეთილდღეობისთვის. აქვე, მინდა მოვუწოდო ჩემს ძვირფას თანაქალაქელებს, ნუ დაიზარებთ, გამოიჩინეთ მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა, მიდით არჩევნებზე, თითოეული ხმა მნიშვნელოვანია", - განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

წაკითხვა 522 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.