"სრულიად ცალსახაა, რომ პარლამენტი არ არის ლეგიტიმური"

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, სერგი კაპანაძე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება.

კაპანაძის თქმით, ოპოზიციური პარტიები აწვდიან საერთაშორისო პარტნიორების ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რატომ არ ხდება ინსტიტუტების გამოყენება ისე, როგორც მათ სურთ.

 

კაპანაძის თქმით, ოპოზიციამ გამოიყენა ეს ინსტიტუტები, თუმცა ინსტიტუტების მხრიდან რეაქცია იყო სრული უგულებელყოფა და არც ერთი მოთხოვნის დაკმაყოფილება.

 

კაპანაძემ აღნიშნა, რომ ოპოზიცია პატივს სცემს საერთაშორისო პარტნიორების მოსაზრებებს, მაგრამ პარტნიორების კონკრეტული, მეგობრული მოსაზრების გათვალისწინება არ მოხდება, რადგან როგორც კაპანაძემ განაცხადა, სწორედ ოპოზიციაზეა პასუხისმგებლობა ქვეყნის მომავალის წინაშე.

 

„ჩვენ ვიცნობთ ევროკავშირის წარმომადგენლების განცხადებას, ვიცნობთ სხვა პარტნიორების შეშფოთებასაც იმასთან დაკავშირებით, რაც ქვეყანაში ხდება. გვესმის მათი წუხილი იმ კრიზისის გამო, რაც ქვეყანაშია შექმნილი. ჩვენ მთელი ეს პერიოდი მათ ვაწვდით ყველა ინფორმაციას, რატომ არ ხდება ინსტიტუტების ისე გამოყენება, როგორც მათ უნდათ, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ჩვენ ამ ინსტიტუტებს ვიყენებთ, მაგრამ რეაქცია ინსტიტუტების მხრიდან არის სრული უგულებელყოფა, არც ერთი საჩივარი არ იქნა დაკმაყოფილებული, არც ერთი მოთხოვნა პრაქტიკულად გადათვლასა და გაუქმებასთან დაკავშირებით არ იქნა დაკმაყოფილებული. აქედან გამომდინარე, ამ რეალობაში, როდესაც სრულიად ცალსახაა, რომ პარლამენტი არ არის ლეგიტიმური, ოპოზიციის მხრიდან, მათი კონკრეტული მეგობრული მოსაზრების გათვალისწინება არ მოხდება, ანუ ჩვენ არ ვაპირებთ, რომ პარლამენტში შევიდეთ. პატივს ვცემთ მათ მოსაზრებებს, მაგრამ ასევე გვესმის, რომ ამ ქვეყნის მომავლის წინაშე პასუხისმგებლობა არის ჩვენზე“, – განაცხადა კაპანაძემ.

 

წაკითხვა 542 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.