March 29, 2024

"ნატო უკრაინასა და საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ წვრთნის"

მოსკოვი შეშფოთებულია შავი ზღვის რეგიონში ნატო-ს სამხედრო აქტიურობით, - რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ განაცხადა.

“ბულგარეთსა და რუმინეთში ინფრასტრუქტურის მოდერნიზება ხორციელდება და მათ ტერიტორიებზე თავდასხმითი იარაღის განთავსება ხდება. სამხედრო წვრთნების სცენარი კი რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმასაც მოიცავს,” - განაცხადა ზახაროვამ.

 

როგორც ზახაროვა აცხადებს, ეს ყველაფერი მოსკოვს შეშფოთების საფუძველს აძლევს.

 

“ეს სერიოზულ შეშფოთებას იწვევს. ჩვენ იძულებულნი ვართ გავითვალისწინოთ ალიანსის მზარდი სამხედრო საქმიანობა. შავი ზღვის რეგიონს სანაპირო ქვეყნების ძალების საშუალებით მშვიდობის შენარჩუნების საკუთარი გამოცდილება აქვს. ახალი აქტორის გამოჩენა, რომელიც საუკეთესო განზრახვით არ არის მოსული, არყევს რეგიონალურ სტაბილურობას,“ - აღნიშნა ზახაროვამ.

 

რუსული მედიის ინფორმაციით, საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ხაზი გაუსვა, რომ ნატო უკრაინასა და საქართველოს თავის საქმიანობისკენ ექაჩება და ერთობლივი წვრთნებისა და მანევრების დროს რუსეთის წინააღმდეგ წვრთნის.

წაკითხვა 406 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.