რატომ დაუწესა სანქციები ამერიკამ რუსეთ-საქართველოს ომის გამომძიებელს

“ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორი ფატუ ბენსუდა აშშ-ის სანქცირებულთა სიაში მოხვდა. როგორც ქვეყნის მოქმედი სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო წერს, ის “კორუმპირებული, პოლიტიზებული და არაკომპეტენტურია”.

ასეთი მძიმე ბრალდებისა და სანქციების შემდეგ, რა შეიძლება მოხდეს საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის სარჩელთან დაკავშირებით და რამდენად დამაჯერებელი იქნება ბენსუდას მიერ ამ საქმეზე შეგროვებული მასალები ობიექტური განაჩენის გამოსატანად?”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით რატომ დაუწესა აშშ-მა სანქციები რუსეთ-საქართველოს ომის გამომძიებელს და როგორ იმოქმედებს ეს ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე.

 

“სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო არის კორუმპირებული, პოლიტიზებული და არაკომპეტენტური. მთავარი პროკურორი ფატუ ბენსუდა ბოროტად იყენებს თავის უფლებამოსილებას, ჩართულია კორუმპირებულ ქმედებებში პირადი სარგებლისთვის და გაფლანგა მილიონები ამერიკელი სამხედროების სისხლის სამართლის მავნებლური დევნით”, - წერს მაიკ პომპეო სოციალურ ქსელ “ტვიტერზე”. სანქციების დაწესების მიზეზი კი პროკურორის მიერ ავღანეთში ამერიკელი სამხედროების მიერ ჩადენილ შესაძლო დანაშაულებზე გამოძიების დაწყება გახდა. როგორც პომპეო აღნიშნავს, “სისხლის სამათლის საერთაშორისო სასამართლოს არაფერი ესაქმება ამერიკელების სასამართლო დევნასთან. აშშ არ არის რომის სტატუტის მონაწილე და არ ექვემდებარება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქციას”. სასამართლოს სადამფუძნებლო დოკუმენტი საერთაშორისო ხელშეკრულება 1998 წლის რომის სტატუტია, რომელიც ძალაში 2002 წელს შევიდა. 2019 წლის მდომარეობით რომის სტატუტი რატიფიცირებულია 123 სახელმწიფოს მიერ. საქართველომ რომის სტატუტის რატიფიკაცია 2003 წელს მოახდინა. შესაბამისად, სასამართლოს იურისდიქცია ვრცელდება საქართველოს ტერიტორიაზე ან საქართველოს მოქალაქეების მიერ 2003 წლის 5 სექტემბრის შემდგომ ჩადენილ დანაშაულებზე”, - აღნიშნავს გამოცემა.

 

“როგორც იურისტი ლია მუხაშავრია “რეზონანსთან” საუბარში აღნიშნავს, ამერიკის მხრიდან ეს გადაწყვეტილება და განცხადებები მხოლოდ პოლიტიკურია, რადგან ეს სახელმწიფო არც რომის სტატუტის ხელმომწერი არაა და არც ჰააგის სერთაშორისო ტრიბუნალის საქმიანობაზე არანაირი იურიდიული ძალა არ გააჩნია. “საერთოდ აშშ რომის სტატუტს არ აღიარებს და ამის ხელმომწერი სახელმწიფო არაა. შესაბამისად ამერიკას რომის სტატუტის და ჰააგის საერთაშორისო ტრიბუნალის საქმიანობაზე არანაირი იურისდიქცია არ გააჩია. ესაა სანქცირებულთა სიაში ფატუ ბენსუდას პერსონალური შეყვანა. ფატუ ბენსუდას ამერიკაში საქმეც არ ექნება იმიტომ, რომ ეს სახელმწიფო რომის სტატუტის ხელმომწერი არაა”, - ამბობს მუხაშავრია, რომლის განმარტებით “ეს ქალბატონი ჰააგაში ძალიან დიდი ხანია მუშაობს. ის ვიდრე გენერალური პროკურორი გახდებოდა, აგვისტოს ომის დროს, გენერალური პროკურორის მოადგილე იყო, ის მერე აირჩიეს”, - დასძენს გამოცემა.

 

“ასე რომ, ეს შესაძლოა ამერიკის მხრიდან პოლიტიკური გადაწყვეტილება იყოს, იმიტომ, რომ ეს ჩემი აზრით პოლიტიკური განცხადებაა, მოგეხსენებათ ამერიკის მხრიდან ასეთი ხასიათის პოლიტიკური განცხადება შესაძლოა გაჩნდეს, მით უფრო თუ გავითვალისწინებთ, რომ ამერიკა ჰააგის ტრიბუნალის იურისდიქციას არ სცნობს და არ უერთდება. ამიტომაც, ჩემი აზრით, ეს წმინდა წყლის პოლიტიკური განცხადებაა, მას ჩვენი საქმის, ანუ რუსეთ-საქართველოს ომის გამოძიებაზე არანაირი სამართლებრივი შედეგი არ ექნება და ამაზე გავლენას ვერც მოახდენს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ლია მუხაშავრია.

 

“ფატუ ბენსუდა ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გენერალური პროკურორის მოადგილედ 2004 წლის 8 აგვისტოს აირჩიეს. 2012 წელს მან გენერალური პროკურორის თანამდებობა დაიკავა. საქართველოდან გაგზავნილი საქმის მასალების შესწავლის შემდეგ, ბენსუდამ ჰააგის სასამართლოს მოსამართლეებს საქართველო-რუსეთის 2008 წლის ომის საქმეზე გამოძიების დაწყების ნებართვა სთხოვა. იგი საქმის შესასწავლად საქართველოს 2015 და 2018 წლებშიც სტუმრობდა”, - წერს სტსტიია ავტორი.

წაკითხვა 338 ჯერ განახლდა განახლდა იანვარი 11 2021
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.