April 18, 2024

"ეს გარე შემოთავაზებები რას ემსახურება, ვერ გავიგე" - ელისაშვილი კობახიძის განცხადებაზე

თუ დასრულდა მოლაპარაკება, ჩვენც ჩაგვაყენონ საქმის კურსში, რომ ისე ვიმოქმედოთ, როგორც საჭიროდ ჩავთვლით. ეს არის აბუჩად აგდება იმ მოლაპარაკების პროცესის, რომელიც ჰაერშია გამოკიდებული, – ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა ირაკლი კობახიძის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

„არ არის საკმარისი, რაც თქვა კობახიძემ საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით, რაც ძალიან ჰგავს, შემოდით, თუ მერე ჭკვიანად იქნებით, კანფეტს მოგცემთო, ეს ესე არ არის. ეს არის აბუჩად აგდება იმ მოლაპარაკების პროცესის, რომელიც ჰაერშია გამოკიდებული, მაგრამ თუ ის მეხუთე რაუნდი უნდა შედგეს და თუ ვართ მოლაპარაკების პროცესში მაშინ ასე შორიდან შემოთვლები რომ აი, კანფეტს მოგცემთ და საგამოძიებო კომისიას შეგიქმნით, მაშინ ეს ერთმანეთთან წინააღმდეგობაშია. შესაბამისად, უფრო სერიოზულად თუ მივუდგებით საკითხს და მეტი პასუხისმგებლობით, კარგი იქნება, ერთი მხრიდანაც და მეორე მხრიდანაც. თუ მოლაპარაკებაა, მაშინ იყოს მოლაპარაკება, რადგან იქ ვმსჯელობთ ჩვენ მაგ საკითხებზე. თუ დასრულდა ეს მოლაპარაკება, ჩვენც ჩაგვაყენონ საქმის კურსში, რომ ჩვენც ისე ვიმოქმედოთ, როგორც საჭიროდ ჩავთვლით. თუ დამთავრდა ის მოლაპარაკება, ნუ გვიმალავენ, გვითხრან და მერე შესაბამისად ვიმოქმედებთ ჩვენც“, – განაცხადა ელისაშვილმა.

 

ალეკო ელისაშვილის თქმით, პარტია „მოქალაქეები“ მზად არის, რომ გაყალბების შესახებ კონკრეტული მტკიცებულებები წარადგინოს.

 

„როდესაც თავიდან იყო შემოთავაზება გადათვლაზე, ჩვენ ვიყავით ის პარტია, რომელიც მოლაპარაკების მაგიდასთან ვამბობდით, რომ უნდა გადაგვეთვალა. ჩვენ გადათვლის მომხრეები ვიყავით და ახლა ამ ერთი პროცენტის დამტკიცებაც შეგვიძლია საბურთალოზე, მაგრამ სხვები რატომ ითრევენ ფეხს, ცოტა გაუგებარია. ის არგუმენტი არის, რომ კი გადაასწორ-გადმოასწორებდნენ, მაგრამ ხომ არ გამქრალა ის ოქმები, ფოტოები გვაქვს გადაღებული, მტკიცებულებები გვაქვს და ერთი პროცენტის დამტკიცება თუ არ შეგვიძლია, მაშინ რაღას ვიძახით რომ არჩევნები გაყალბდა. თუ ვამბობთ, დავადასტუროთ, ოღონდ ეს საგამოძიებო კომისია იქნება, თუ სხვა რამ, ეს სხვა ამბავია და მაგაზე ვმსჯელობთ ზუსტად იმ მოლაპარაკების მაგიდასთან. მოლაპარაკება თუ ჩაშლილია და დამთავრდა ჩვენც გვითხრან და თუ გრძელდება, მაშინ ეს გარე შემოთავაზებები რას ემსახურება, ვერ გავიგე“, – განაცხადა ელისაშვილმა.

წაკითხვა 428 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.