March 28, 2024

"ქართული ოცნების“ დღევანდელ გუნდს შეუძლია, ქვეყანა სწორი მიმართულებით განავითაროს"

„ქართული ოცნების“ დღევანდელი გუნდი თავისი ეფექტურობით არც ერთი ქვეყნის მთავრობასა და ხელისუფლებას არ ჩამოუვარდება, მას შეუძლია, გააგრძელოს, რაც დავიწყეთ და ქვეყანა სწორი მიმართულებით განავითაროს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს პირველი არხისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

ივანიშვილის თქმით, გუნდს წასვლის თაობაზე დიდი ხნის განმავლობაში ამზადებდა და, შესაბამისად, გუნდიც ამისთვის მზად იყო.

 

„დიდი ხანია, ამისთვის ვამზადებ გუნდს, წელიწადზე მეტიც შეიძლება იყოს. გუნდში ძალიან მეგობრული ურთიერთობა მქონდა. ჩემი მუშაობის მეთოდია მხოლოდ კამათი, ზუსტად ეს მომყვება ბიზნესიდან. მინდა, როდესაც კრიტიკული სიტუაციაა და რაღაც თემაა გადასაწყვეტი, ყველა, ვისაც შეუძლია, ჩაერთოს პროცესში. მხოლოდ ასეთი მეთოდებით ვსარგებლობდი და ვცხოვრობდი მუდამ. გუნდშიც ასეთივე პოზიცია მქონდა. იქ არ არსებობდა უფროს-უმცროსი. შეიძლება ასაკით მიწევდნენ ანგარიშს, მაგრამ ნებისმიერ კამათში ემოციების გამოხატვის საშუალება იყო. ზოგადად, შეურაცხყოფას არასდროს ვაყენებ ოპონენტს. საჯარო სივრცეშიც ასე მივდივარ, არასდროს მიკადრებია ვინმესთვის შეურაცხყოფა, თუმცა დაუმსახურებლად უამრავი შეურაცხყოფა მივიღე. ნებისმიერი მეგობრის გუნდიდან წასვლა ყოველთვის იწვევს კითხვებს. ვფიქრობ, ამისთვის აბსოლუტური მზაობა აქვს გუნდს. რაც შესაძლებელი იყო ჩვენი რეალობიდან, დღევანდელი „ქართული ოცნება“ ძალიან კარგი ვარიანტია. ვფიქრობ, არც ერთი დემოკრატიული ქვეყნის მთავრობას და ხელისუფლებას არ ჩამოუვარდება. „ქართული ოცნების“ გუნდს შეუძლია, გააგრძელოს ის, რაც დავიწყეთ და ქვეყანა სწორი მიმართულებით განავითაროს“, – განაცხადა ივანიშვილმა.

წაკითხვა 359 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.