ამ გვერდის ამობედვა

"ფონდი ერთი შარვლის ორი ჯიბეა, რომელში რამდენს ჩადებს, შარვლის მფლობელზეა დამოკიდებული" - რომან გოცირიძე

არავის არავისთვის არაფერი უჩუქნია. ფონდიც და არაფონდიც ერთი შარვლის ორი ჯიბეა.

რომელში რამდენს ჩადებ, ეს შარვლის მფლობელზეა დამოკიდებული, - ასე გამოეხმაურა სოციალურ ქსელში "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირიძე ბიძინა ივანიშვილის მიერ, ფონდ "ქართუსთვის" ქონების გადაფორმებას.

 

როგორც გოცირიძე Facebook-ზე წერს, ისე წარმოჩინდა, თითქოს ბიძინა ივანიშვილმა ჯიბის ფულად მხოლოდ 200 მილიონი დოლარი დაიტოვა, ყველაფერი დანარჩენი კი ფონდს გადასცა, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.  

 

"მთელი დღეა ვისმენ კომენტარებს ბიძინა ივანიშვილის ქონების ტრანსფორმაციის შესახებ და ვხედავ, რომ აშკარად ვერ გაუგიათ რა ხდება სინამდვილეში. დეკლარაციის( ბევრი რამ არაა შეტანილი) მიხედვით, ივანიშვილის ქონების ის ნაწილი, რომელსაც მოაქვს ყოველწლიურად დიდძალი შემოსავალი( დივიდენდი), არის მის მფლობელობაში არსებული უცხოური კომპანიებისა და სახელმწიფოების ფასიანი ქაღალდები.

 

ივანიშვილმა საკუთარ ფონდს გადასცა საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ფიზიკური აქტივები( მიწები, სასტუმტომროები, სახლი-ბიზნეცენტრი, მშენებარე კომპლექსები), რომლებსაც ჯერ არ მოაქვთ შემოსავლები და რომლებიც პირიქით, საჭიროებენ დამატებით ხარჯებს( მათ შორის ქონების გადასახადის დაფარვას). ”ქართუ ფონდი” არის ივანიშვილის პირადი საკუთრება და ამ ფონდის მფლობელობაში გადასული ბიზნესსტრუქტურები შეიძლება გაიყიდოს, გაჩუქდეს( ანუ კვლავ დაუბრუნდეს ივანიშვილის მიერ დაფუძნებულ კომერციულ სტრუქტურებს) ან განკარგული იქნას სხვა ფორმით, ისევ ბიძინა ივანიშვილის მიერ. ფონდის ქოლგის ქვეშ მისი აქტივების თავმოყრის გადაწყვეტილება ალბათ გაკეთდა თუნდაც მისი ლეგალიზაციის მიზნითაც( გავიხსენოთ, რა მოუვიდა ბადრი პატარკაციშვილის ქონებას, რომელიც სამართლებლივად არ იყო სწორად რეგისტრირებული).ისე იქნა წარომოჩენილი, რომ ივანიშვილის ოჯახმა მხოლოდ 200 მილიონი დოლარი დაიტოვა ჯიბის ფულად და ყველაფერი დანარჩენი ფონდს აჩუქა. ეს არაა სწორი. რატომ არ გადასცა ფონდს აქციები? გულუბრყვილო შეკითხვაა. ეს იგივეა, რომ ვიღაცას ოქროს კვერცხის მდებელი ქათმის გაჩუქება რომ მოსთხოვო ბებერი ინდაურის ნაცვლად:))თუმცა არც ესაა სწორი შედარება. არავის არავისთვის არაფერი უჩუქნია. ფონდიც და არაფონდიც ერთი შარვლის ორი ჯიბეა. რომელში რამდენს ჩადებ, ეს შარვლის მფლობელზეა დამოკიდებული. ესაა და ეს", - წერს რომან გოცირიძე.

წაკითხვა 409 ჯერ

სიახლეები