მეათე მოწვევის პარლამენტი საქმიანობას ოფიციალურად 2 თებერვალს განაახლებს

საკანონმდებლო ორგანო საგაზაფხულო სესიას 2 თებერვალს გახსნის. ამ დროისთვის პარლამენტი საქმიანობას რიგგარეშე სხდომების ფარგლებში წარმართავს.

რეგლამენტის გათვალისწინებით, პარლამენტის საგაზაფხულო სესია თებერვლის პირველ სამშაბათს იხსნება და ივნისის ბოლო პარასკევს იხურება.

 

რაც შეეხება საგაზაფხულო სესიის დღის წესრიგს, მარტიდან პარლამენტში დაიწყება სხვადასხვა სახელმწიფო უწყების მხრიდან წლიური ანგარიშების წარდგენა. მათ შორის, პრემიერ-მინისტრის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, გენერალური პროკურატურის, სახალხო დამცველის, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის.

 

ასევე, გათვალისწინებულია მარტსა და მაისში ინტერპელაციის გამართვა, რაც პროცედურით გულისხმობს თანამდებობის პირების საკანონმდებლო ორგანოში დაბარებას.

 

ამასთან, საგაზაფხულო სესიიდან განახლდება მინისტრის საათის ფორმატი, რომელიც უწყებაში მინისტრების წარდგომას ითვალისწინებს.

წაკითხვა 430 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.