March 28, 2024

"გიორგი რურუა რომ ციხეშია, მეტწილად, ოპოზიციის ბრალია" - ელისაშვილი

პარტია "მოქალაქეების" ლიდერი, ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ 8 მარტს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დადებული შეთანხმების მიუხედავად, ის, რომ "მთავარი არხის" თანადამფინანსებელი, გიორგი რურუა საპატიმროში რჩება, დიდწილად ოპოზიციის ბრალია. 

 

"8 მარტის შეთანხმება არ შესრულდა? ერთადერთი, გიორგი რურუა დატოვეს და იქაც არ მინდა რაღაცებზე ლაპარაკი, მაგრამ ოპოზიციასაც ჰქონდა რაღაცები მიქარული, სიმართლე გითხრათ. თავის თავში ჩაიხედონ. ვერ ვილაპარაკებ, ეს ძალიან დელიკატური საკითხია, მაგრამ დახურულ შეხვედრაზე "ქართულმა ოცნებამ" რაღაცები რომ უთხრა და რაღაცები გაახსენა ოპოზიციას, სიმართლე გითხრათ, ყველამ თავი დახარა. ის, რომ გიორგი რურუა გარეთ არ არის, დიდწილად არის ოპოზიციის ბრალი". - ამბობს ელისაშვილი ფორმულასთვის მიცემულ ინტერვიუში.

წაკითხვა 640 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.