ამ გვერდის ამობედვა

"გირჩთან" ერთად ახალი ინიციატივა გვაქვს" - იოსელიანი

"ჩვენ  "გირჩთან" ერთად გვაქვს ინიციატივა, რომ თუ "ქართული ოცნება " თვითმმართველობის არჩევნებში დამარცხება, მან აიღოს ვალდებულება დანიშნოს ვადამდელი არჩევნები", - ამის შესახებ პარტია "მოქალაქეების" წევრმა ლევან იოსელიანმა განაცხადა.

 

იოსელიანის თქმით, ამ შემთხვევაში თვითმმართველობის არჩევნები, ერთგვარი პლებისციტის როლს შეასრულებს. 

 

"ჩვენ გვაქვს ინიციატივა „გირჩთან“ ერთად, თვითმმართველობის არჩევნები, რომელიც შემოდგომაზე უნდა ჩატარდეს, განვიხილოთ ერთგვარ პლებისციტად. იმ შემთხვევაში, თუ "ქართული ოცნება" დამარცხდება ამ არჩევნებზე, მან აიღოს ვალდებულება, რომ დანიშნოს ვადამდელი არჩევნები", - განმარტა „მოქალაქეების“ წევრმა ლევან იოსელიანმა.

წაკითხვა 404 ჯერ