ალეკო ელისაშვილმა და ლევან იოსელიანმა პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღეს

მოქალაქეების“ ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, მისი პარტია მუშაობას პარლამენტში გააგრძელებს. ელისაშვილის განცხადებით, ამის შესახებ შეთანხმება დღევანდელ შეხვედრაზე მოხდა.

 

"ჩვენ, პარტია „მოქალაქეების“ წარმომადგენლები შევთანხმდით საბოლოოდ და შეთანხმება გავაფორმეთ "ქართული ოცნების" ლიდერებთან, არჩილ თალაკვაძესა და მამუკა მდინარაძესთან. ეს შეთანხმება გულისხმობს იმას, რომ მისი გაფორმების შემდეგ ჩავერთვებით საპარლამენტო საქმიანობაში. ეს დოკუმენტი არის საარჩევნო საკითხების ფუნდამენტური ცვლილება და შემდეგ იმედი მაქვს, მოგვეცემა იმის საშუალება, რომ დეტალურად განვმარტოთ. ელექტრონული არჩევნების წესი, კარუსელის ნებისმიერი სახის პრევენციისთვის ხმის მიცემა მოხდება თითის ანაბეჭდით და არა მარკირებით, ყველა უბანზე იდგება ხმის მთვლელი აპარატი, რაც იმას ნიშნავს, რომ 8 საათზე უბანი დაიხურება თუ არა, გვეცოდინება შედეგი და არ დაველოდებით თამარ ჟვანიას სევდიან პრესკონფერენციას. სამი კამერა იქნება, სადაც "ლაივსტრიმი" წამოვა ყველა უბნიდან ისე, რომ ოფისებიდან შეეძლებათ ადამიანებს დააკვირდნენ საარჩევნო პროცესს. გარე პერიმეტრი 25 მეტრიდან გაიზრდება 100 მეტრამდე. ცესკო-ში საოლქო და საუბნო კომისიებში ოპოზიცია იქნება სრულად წარმოდგენილი, იქნება არა სამი პარტია, როგორც დღესაა - "ქართული ოცნება", "ნაციონალური მოძრაობა" და "ევროპული საქართველო", არამედ 7-ვე პარტია, რომელმაც გადალახა ბარიერი. ცესკო-ს თავმჯდომარის არჩევა მოხდება სხვაგვარად და გამჭვირვალედ", - განაცხადა ელისაშვილმა.

 

როგორც ალეკო ელისაშვილმა განმარტა, იმ საკითხების საკანონმდებლო ინიცირება, რომლებზეც „ქართულ ოცნებასთან“ შეთანხმება შედგა, პირველ მარტამდე უნდა მოხდეს. 

 

„ყველაზე მთავარი, ალბათ, კითხვას დამისვამთ: „როგორ ენდობით „ქართულ ოცნებას“, რა გარანტია გაქვთ, რომ არ მოგატყუებენ, არ გადაგაგდებენ.“ ამ დოკუმენტში წერია, რომ რაზეც შევთანხმდით, რასაც ხელი მოვაწერეთ, ამ საკითხების საკანონმდებლო ინიცირება უნდა მოხდეს პირველ მარტამდე, ხოლო ამ საკითხების განხილვა უნდა დასრულდეს პირველ მაისამდე. თუ პირველ მარტამდე არ მოხდა ინიცირება როგორც შევალთ პარლამენტში, ისე გავალთ ერთი თვის განმავლობაში,“- განაცხადა ელისაშვილმა.

წაკითხვა 555 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.