" ყველა ევროპარლამენტარი, რომელიც მოგვიწოდებს, შევიდეთ პარლამენტში, საქართველოს არაკეთილმოსურნე და ევროპის მტერია"

ყველა ევროპარლამენტარი, რომელიც მოგვიწოდებს, შევიდეთ ივანიშვილის სახელობის პარლამენტში, არის საქართველოს არაკეთილმოსურნე და ევროპის მტერი, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა ევროპული სახალხო პარტიის საგარეო საქმეთა წარმომადგენლის, ევროპარლამენტარ მაიკლ გალერის განცხადების საპასუხოდ აღნიშნა.

მისი თქმით, სამწუხაროდ, ევროპაში გარკვეული პოლიტიკური ჯგუფები არჩევენ არა ქართველ ხალხთან ურთიერთობასა და ხალხის მხარდაჭერას, არამედ სურვილი აქვთ, საქართველო იმართებოდეს ე.წ პოლიტიკური ელიტების მეშვეობით და შალვა ნათელაშვილის განცხადებით, ამ ელიტების მმართველობამ ქვეყანა არა ერთხელ მიიყვანა კატასტროფამდე.

 

„ევროპარლამენტარები, რომლებიც დღეს მოგვიწოდებენ, შევიდეთ გაყალბებული არჩევნების გზით შექმნილ პარლამენტში, თუ მათ ქვეყანაში მოხდებოდა ასეთი ბოროტება, ფალსიფიცირება, იქ გამოჩნდებოდა ასეთი ოლიგარქი, რომელიც გადაუვლიდა მათ ხალხს თავზე, ისინი პირველი დადგებოდნენ ბარიკადებზე. აი, ეს არის უბედურება. სამწუხაროდ, ევროპაში გარკვეული პოლიტიკური ჯგუფები არჩევენ არა ქართველ ხალხთან ურთიერთობასა და ხალხის მხარდაჭერას, არამედ მათ სურვილი აქვთ, ჩვენი ქვეყანა იმართებოდეს ე.წ პოლიტიკური ელიტების მეშვეობით და ამ ელიტების მმართველობამ საქართველო არაერთხელ მიიყვანა კატასტროფამდე. იმედია, ეს აღარ განმეორდება. ყველა ევროპოლიტიკოსი, ევროჩინოვნიკი, ევროპარლამენტარი, რომელიც მოგვიწოდებს, შევიდეთ ივანიშვილის სახელობის პარლამენტში, არის არა მხოლოდ საქართველოს არაკეთილმოსურნე, არამედ ევროპის მტერიც, რადგან ევროპაში ის არ აჩენს და ტოვებს პოლიტიკურ კორონას ივანიშვილის რეჟიმის სახით, რომელიც ნებისმიერ დროს შეიძლება, იყოს გადამდები მთელი კონტინენტის მასშტაბით, მით უფრო, თუ ამ კორონების უკან დგას პრეზიდენტი პუტინი თავისი უზარმაზარი იმპერიით“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

 

ევროპული სახალხო პარტიის საგარეო საქმეთა წარმომადგენელი, ევროპარლამენტარი მაიკლ გალერი მოუწოდებს ოპოზიციას, „პარლამენტში ადგილები დაიკავონ“.

„თუ არჩევნების გაკრიტიკება გსურს, ამის გაკეთება საპარლამენტო სცენიდან, სესიაზე მიკროფონით უფრო რელევანტურია, – განაცხადა მაიკლ გალერმა.

წაკითხვა 655 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.