"ეს სიტყვები გაიგონა გახარიამ და მაშინვე გაიწია ირაკლი კობახიძეზე" - სკანდალური თათბირის დეტალები

“ჩვენი წყაროსვე ინფორმაციით, ოპოზიცია გამალებით ეძებს ისეთ ადამიანს, ვინც გირაოსაც გადაიხდის და თან არც იმის წინააღმდეგი იქნება, რომ ოპოზიციამ ლანძღოს და “ოცნების” მოგზავნილი ეძახოს.

ოპოზიცია ელჩებს ვერ უხსნის, რატომ ზის მთავარი ოპოციზიონერი ციხეში მაშინ, როცა შეუძლია თავისუფლებაზე 9 ათას დოლარად გამოვიდეს. ეს იმას ნიშნავს, რომ ციხეში ჯდომა მელიას თვითმიზანია და ამის გამართლებას დასავლეთში ოპოზიციონერები ვერ ახერხებენ. ის, რომ მელიას ციხეში ყოფნამ აზრი დაკარგა, ელჩებმა ოპოზიციას უკვე უთხრეს და იმის იმედი, რომ საქართველოში ევროსაბჭოს პრეზიდენტის ვიზიტი რამეს შეცვლის, უბრალოდ სისულელეა”, - გვეუბნება ჩვენი წყარო და რამდენად სარწმუნოა ეს ამბავი, დროს გვიჩვენებს”, - წერს გაზეთი “ალია” სტატიაში, სათაურით იმ სკანდალური თათბირის ექსკლუზიური დეტალები, რის შემდეგაც გახარია გადადგა! / "ეს სიტყვები გაიგონა გახარიამ და მაშინვე გაიწია ირაკლი კობახიძეზე”.

 

“საინტერესო ის არის, როგორ და რატომ წავიდა პრემიერ-მინისტრის პოსტიდან გიორგი გახარია. ამ ნაბიჯს არ ელოდა არავინ და რაც მთავარია, ამისთვის მზად არ იყო გუნდი. ყველაფერი მოულოდნელად დაიწყო და ელვის უსწრაფესად განვითარდა. ახლა მოგიყვებით იმ სკანდალური თათბირის დეტალებს, რის შემდეგაც გახარია წავიდა. “იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა მომხდარიყო მელიას დაპატიმრება, ლიდერები შეიკრიბნენ. გახარიამ დააგვიანა პარტიის ოფისში მისვლა და დანარჩენები მანამდე ერთმანეთში განიხილავდნენ ვარიანტებს, თუ როგორ და რა უნდა მომხდარიყო. ძალისმიერი მეთოდი როცა ახსენეს, ვახტანგ გომელაურმა აღნიშნა, რომ ჰქონდა ამ თემაზე საუბარი პრემიერთან და გახარია კატეგორიული წინააღმდეგი იყო დარბევისა და მორიგი ძალადობის. გომელაურს კობახიძემ უპასუხა, ეგ შენი პრემიერი ჯიბეში მყავს და ნახავ როგორ დაგვთანხმდებაო. ამ დროს ისე, როგორც ფილმებში ხდება ხოლმე შევიდა გახარია ოთახში და კობახიძის სიტყვები გაიგონა. მან კობახიძეს უთხრა, ვის ეძახი ჯიბის პრემიერსო და შეაგინა. არც გახარიას გინებას ელოდა ვინმე და არც იმას, რომ გინების შემდეგ ის კობახიძეზე დასარტყმელად გაიწევდა”, - გვეუბნება ჩვენი წყარო, რომლის თქმით მუშტი-კრივამდე საქმე სხვებმა არ მიიყვანეს და შუაში ჩადგნენ”, - აღნიშნავს გამოცემა.

 

“ამის შემდეგ გახარიას პრაქტიკულად არ უსაუბრია - ის კობახიძეს უყვიროდა, უშვერი სიტყვებით ლანძღავდა, ლაწირაკ ბავშვს ეძახდა და სხდომაც დატოვა. არანაირი განხილვა მისი თანდასწრებით და რაიმე სცენარის შეთანხმება არ მომხდარა. ის სხდომიდან უბრალოდ წავიდა. ამის შემდეგ ბიძინა ივანიშვილთან ჯერ ღარიბაშვილმა დარეკა, შემდეგ გომელაურმა. როგორს წყარო ჰყვება, ღარიბაშვილის ზარს ივანიშვილმა არ უპასუხა, გომელაურს - კი არავინ იცის რა უთხრა გომელაურმა ივანიშვილს, რადგან სასაუბროდ გვერდით გავიდა და საკმაოდ ჩუმად საუბრობდა. შემდეგ ის მოხდა, რაც მოხდა - გახარიამ მეორე დღეს გადადგომის შესახებ გააკეთა განცხადება და ერთადერთი ვისაც შეხვდა ამ განცხადებამდე მაია ცქიტიშვილი იყო. და მინისტრთა კაბინეტის წევრთაგან მხოლოდ მაია ცქიტიშვილი იყო, ვინც გახარიას გადადგომის შესახებ დაზუსტებით იცოდა. წყარო გვიდასტურებს იმასაც, რომ გახარიას გადადგომამდე რამდენიმე საათით ადრე ცქიტიშვილი ივანიშვილთან იმყოფებოდა”, - განაგრძობს გამოცემა.

 

“გახარიას წასვლის შემდეგ პრემიერობის ერთადერთი კანდიდატი ირაკლი კობახიძე იყო - გუნდი შეიკრიბა, რომ ის პრემიერად უნდა დაესახელებინათ, მაგრამ გადამწყვეტი სიტყვა სწორედ ცქიტიშვილმა თქვა. მან არაერთმნიშნვნელოვნად მიანიშნა, რომ კობახიძის გაპრემიერებას ივანიშვილი არ მიესალმება და ირაკლი ვერ შეძლებს ერთდროულად პარტიის გაძღოლასაც და პრემიერობასაც. რეალურად ეს იყო ბრძანება. რატომღაც ყველას ეგონა, რომ ამის შემდეგ ცქიტიშვილი პრემიერად საკუთარ თავს დაასახელებდა, მაგრამ მან მშვიდად თქვა ივანიშვილის მორიგი დანაბარები - ჯერჯერობით ქალი-პრემიერის დრო არ დამდგარაო, რითაც წულუკიანის გაპრემიერებაც გამორიცხა, რომელსაც პოლიტსაბჭოში რამდენიმე ადამიანი ღიად უჭერდა მხარს. ღარიბაშვილის პრემიერობაც მაია ცქიტიშვილის “მოსაზრება” იყო. რასაც დანარჩენები დაეთანხმნენ”, - დასძენს ჩვენი წყარო, რომლის თქმით, "კობახიძეზე როცა მიდგა ჯერი, მან ძლივ გასაგონად ჩაილაბარაკა - “ჩემთვის სულერთიაო”, - წერს სტატიის ავტორი.

წაკითხვა 1761 ჯერ განახლდა განახლდა მარტი 01 2021
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.