"ის დოკუმენტი გაქრა, იქცა წყლად და ჰაერად" - მამუკა ხაზარაძე

პირველი დოკუმენტი, რომელიც დანიელსონმა წარმოადგინა პირველ დღეს, ოპოზიციისთვის 90 პროცენტი იყო მისაღები.

შემდეგ ეს დოკუმენტი გაქრა, იქცა წყლად და ჰაერად,  - ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

 

ხაზარაძის თქმით, ოპოზიცია მედიატორისგან მისაღებ დოკუმენტს ელის. 

 

„პირველი დოკუმენტი, რომელიც დანიელსონმა წარმოადგინა პირველ დღეს, ოპოზიციისთვის 90 პროცენტი იყო მისაღები. შემდეგ ეს დოკუმენტი გაქრა, იქცა წყლად და ჰაერად. იმედი მაქვს, ხვალინდელი შეხვედრის დროს მედიატორისგან ვიხილავთ დოკუმენტს, რომელიც იქნება მისაღები არა „ლელოსთვის“ და ოპოზიციისთვის, არამედ მისაღები იქნება ქვეყნის მომავალი განვითარებისთვის. მას ძალიან მკაფიოდ ვუთხარი ერთი რამ, რომ მჯერა ევროპელი პარტნიორების, იმის, რომ ის შემოთავაზება, რომელიც იქნება ამ დღეებში, იქნება ჩვენი ქვეყნის სწრაფი განვითარებისთვის და არა იმისთვის, რომ ორი მხარე შეარიგოს ერთმანეთს. „ლელოს“ უნდა ერთი რამ, ვიხილოთ ისეთი შეთანხმება, რომელიც ამ ქვეყანას დააწყებინებს ახალ, ევროპულ ცხოვრებას“, – განაცხადა ხაზარაძემ.

წაკითხვა 405 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.