March 29, 2024

,,მელია იქნება მსოფლიოში პირველი პოლიტიკოსი, რომლის გირაოც 27 ქვეყანაში შეაგროვეს" - ხუხაშვილი

ექსპერტი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომლითაც ნიკა მელიას გირაოს შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.

 

,,მელია იქნება მსოფლიოში პირველი პოლიტიკოსი, რომლის გირაოს თანხა ოცდაშვიდ ქვეყანაში შეაგროვეს...", - წერს გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში.

 

ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის, კრისტიან დენიელსონის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტში არსებული პუნქტების შესახებ მედიაში ინფორმაცია გავრცელდა.

 

ერთ-ერთი პუნქტის მიხედვით, ,ევროკავშირი მზადაა, ერთ-ერთი ფონდის გავლით გადაიხადოს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას გირაო".

წაკითხვა 1138 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.