March 29, 2024

ხელისუფლებამ და ოპოზიციამ უნდა დააახლოვოს ხედვები, რომ ქვეყანა წინ წავიდეს - ნინო დოლიძე

დღეს, ქუთაისში არასამთავრობო სექტორისა და მედიის წარმომადგენლებს  ,,სამართლიანი არჩევნების’’ აღმასრულებელი დირექტორი ნინო დოლიძე შეხვდა.

შეხვედრის მიზანს ადგილობრივი ორგანიზაციების გაცნობა და 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით სამომავლო გეგმების გაცნობას წარმოადგენდა.

 

როგორც სამართლიანი არჩევნების რეგიონალურმა ხელმძღვანელმა თეონა გოგიშვილმა FirstNews.ge-თან განაცხადა მსგავსი ტიპის შეხვედრები ხელს უწყობს ორგანიზაციის გეგმების გაშლას.

 

„სამართლიანი არჩევნების ოფისს ეწვია აღმასრულებელი დირექტორი, იმ მიზნით, რომ გაეცნოს ადგილობრივ საზოგადოებრივ ორგანიზაციებს და მასმედიის წარმომადგენლებს.  ეს იქნება როგორც გაცნობითი ხასიათის შეხვედრა, ასევე, სამომავლო გეგმებსა და საქმიანობაზე საუბარი. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ურთიერთობების ასე დაწყება, რათა გაიშალოს ორგანიზაციის კონკრეტული გეგმები,“- განაცხადა თეონა გოგიშვილმა.

 

,,სამართლიანი არჩევნების’’ აღმასრულებელი დირექტორიმა ნინო დოლიძემ შეხვედრაზე, ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზის დაძლევის გზებზე ისაუბრა და პრობლემის გადაჭრაში ხელისუფლების პასუხისმგებლობას გაუსვა ხაზი.

 

მისი თქმით, გამომდინარე იქედან, რომ ევროპარლამენტარები ჩაშლილი მოლაპარაკებების გამო საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობის გაუარესებაზე საუბრობენ, ხელისუფლებამ ეს არ უნდა დაუშვას.

 

"ევროატლანტიკური კურსი ქართველი ხალხის არჩევანია და ხელისუფლებამ, ხალხის არჩევანს პატივი უნდა სცეს. საჭიროა ხელისუფლებამ და ოპოზიციამ დააახლოვოს ხედვები, რომ ქვეყანა წინ წავიდეს,’’-აღნიშნა ნინო დოლიძემ.

 

როგორც მან განაცხადა, პოლიტიკური პარტიები ყოველ არჩევნებზე ახალ-ახალ მანიპულაციისა და გაყალბების გზებს ეძებენ და სამოქალაქო საზოგადოება, მედიასთან ერთად მობილიზებული უნდა იყოს, რათა გამოავლინოს ასეთი ფაქტები.

 

"საარჩევნო წელი მოითხოვს დაკვირვებას. არჩევნები მხოლოდ არჩევნების დღეს არ ყალბდება. გაყალბება ერთი წლით ადრე იწყება. ხშირად სახელმწიფოს მიერ გამოყენებული დახმარებების უკან დიდი ჯგუფი დგას. ადამიანები, რომლებიც ამ დახმარებას იღებენ თავს ვალდებულად გრძნობენ ხელისუფლების წინაშე. ასევე ბევრს ეშინია სამსახურის დაკარგვის და იძულებულია ხმა მთავრობას მისცეს. უნდა ვიმუშავოთ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე, რათა მოქალაქეებმა გაიაზრონ, რომ მათი ხმა ფარულია და არავის აქვს უფლება უკარნახოს რა გადაწყვეტილება მიიღოს არჩევნების დღეს, უკვე უნდა დავიწყოთ არჩევნების მონიტორინგი," - აცხადებს ნინო დოლიძე.

წაკითხვა 409 ჯერ განახლდა განახლდა აპრილი 02 2021
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.