April 25, 2024

შესაძლოა თუ არა მარგველაშვილსა და კვირიკაშვილს შორის პოლიტიკური ალიანსი შედგეს?

ამ ცოტა ხნის წინ, ექ­სპრე­ზი­დენ­ტმა გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა ძლი­ე­რი ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი ძა­ლის შექ­მნის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა­ზე ილა­პა­რა­კა.

"ქარ­თვე­ლი ხალ­ხი, ასე­ვე ჩვე­ნი პარტნი­ო­რე­ბი არ არი­ან მზად იმი­სათ­ვის, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა გა­და­ა­ბა­რონ რო­მე­ლი­მე ერთ მო­თა­მა­შეს - "ქარ­თულ ოც­ნე­ბას“, ან "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას". უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი, ძლი­ე­რი მო­თა­მა­შის გა­ჩე­ნა პო­ლი­ტი­კურ ველ­ზე და ამ ძლი­ე­რი მო­თა­მა­შის მეშ­ვე­ო­ბით იმ ნა­თე­ლი, გან­ჭვრე­ტა­დი მო­მავ­ლის ჩვე­ნე­ბა, რო­მელ­შიც კო­ა­ლი­ცი­უ­რი მმარ­თვე­ლო­ბა ამ ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი ძა­ლის ირ­გვლივ ფორ­მირ­დე­ბა... ამ ალი­ანსს ვხე­დავ რო­გორც ძა­ლას, შე­საძ­ლებ­ლო­ბას, ვაჩ­ვე­ნოთ პარტნი­ო­რებს და სა­ზო­გა­დო­ე­ბას გან­ჭვრე­ტა­დი, სტა­ბი­ლუ­რი მო­მავ­ლის პო­ლი­ტი­კუ­რი გა­და­წყვე­ტა. ასე­ვე მე ვეყ­რდნო­ბი იმ კვლე­ვებს, რო­მე­ლიც ტარ­დე­ბა. ეს პო­ტენ­ცი­ა­ლი და მზა­ო­ბა არ­სე­ბობს. მაგ­რამ დღეს ეს ძალა არა უბ­რა­ლოდ კარ­გი სა­არ­ჩევ­ნო შე­დე­გის და­დე­ბის წი­ნა­პი­რო­ბაა, ეს არის ალ­ტერ­ნა­ტი­ვა და სტა­ბი­ლუ­რო­ბის გა­რან­ტი, იმი­ტომ, რომ ორი სხვა­დას­ხვა პო­ლუ­სი სა­შიშ­რო­ე­ბის და დის­ბა­ლან­სის პო­ტე­ცი­ალს ქმნის“, - გა­ნა­ცხა­და მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა.

 

კი­თხვა­ზე, აპი­რებს თუ არა მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი ასეთ ძა­ლას ჩა­უდ­გეს სა­თა­ვე­ში, ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის პა­სუ­ხი ასე­თი იყო:

 

"ბუ­ნებ­რი­ვია, მე ამ ბრძო­ლა­ში ვიქ­ნე­ბი, რო­მე­ლიც დე­მოკ­რა­ტი­უ­ლო­ბის და სტა­ბი­ლუ­რო­ბის ბრძო­ლაა, მე ვიქ­ნე­ბი ერთ-ერთი რი­გი­თი ჯა­რის­კა­ცი ისე­ვე, რო­გორც ვი­ყა­ვი ხოლ­მე, რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლოს პო­ლი­ტი­კურ სპექტრში ჩემს როლს ვთა­მა­შობ­დი“.

 

მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის ამ გან­ცხა­დე­ბამ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში გა­ა­ჩი­ნა ეჭვი და მო­ლო­დი­ნი იმი­სა, რომ ექ­სპრე­ზი­დენ­ტი აქ­ტი­ურ პო­ლი­ტი­კას გან­სხვა­ვე­ბუ­ლი იმი­ჯით უბ­რუნ­დე­ბო­და და არც თუ უსა­ფუძ­ვლოდ. რო­გორც ambebi,ge-სთვის გახ­და ცნო­ბი­ლი, შე­იძ­ლე­ბა გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა ყო­ფილ პრე­მი­ერ - გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვილ­თან ერ­თად, რო­მე­ლიც ბოლო დროს ასე­ვე გა­აქ­ტი­ურ­და პო­ლი­ტი­კუ­რი გან­ცხა­დე­ბე­ბით, პო­ლი­ტი­კურ გა­ერ­თი­ა­ნე­ბა შექ­მნას. ამ ალი­ან­სში ასე­ვე მო­ი­აზ­რე­ბა სა­გა­რეო საქ­მე­თა ექსმი­ნის­ტრი მი­ხე­ილ ჯა­ნე­ლი­ძე, პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდ­მა­რის ყო­ფი­ლი პირ­ვე­ლი მო­ად­გი­ლე თა­მარ ჩუ­გოშ­ვი­ლი, გა­სუ­ლი წლის ივ­ნის­ში და­არ­სე­ბუ­ლი პარ­ტი­ის "ჩვე­ნი სა­ქარ­თვე­ლო - სო­ლი­და­რო­ბის ალი­ან­სის" ლი­დე­რე­ბი: ლე­ვან გო­გი­ჩა­იშ­ვი­ლი და ჯაბა ჯიშ­კა­რი­ა­ნი.

 

ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­და­სა­მოწ­მებ­ლად გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილს და­ვუ­კავ­შირ­დით, რო­მელ­მაც გვი­თხრა, რომ პო­ლი­ტი­კურ გან­ცხა­დე­ბებს აღა­რა­ფერ­ზე აკე­თებს. მან არც უარ­ყო და არც და­ა­დას­ტუ­რა გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია. " ხალ­ხი ბევრ რა­მეს ამ­ბობს და მო­მა­ვალ­შიც იტყვის", - გა­ნა­ცახ­და მან.

 

ჩვენ ასე­ვე და­ვუ­კავ­შირ­დით ჯაბა ჯიშ­კა­რი­ან­საც.

 

- რამე რომ იყოს, აუ­ცი­ლებ­ლად გე­ტყო­დით. რაც შე­ე­ხე­ბა კვი­რი­კაშ­ვილს, ის ჩემი მე­გო­ბა­რია. და­სა­მა­ლი არა­ფე­რია, მე და "გო­გი­ჩა" მივ­დი­ო­დით, შემ­თხვე­ვით შევ­ხვდით მას, მო­ვი­კი­თხეთ ერ­თმა­ნე­თი, მერე ყა­ვა­ზე დავ­პა­ტი­ჟეთ და და­ვი­შა­ლეთ. ვიცი, ვი­ღა­ცე­ე­ბი კი მო­ა­ბა­მენ კუდს, მაგ­რამ ჩვენ რა­მის თქმა და გა­კე­თე­ბა რომ გვინ­დო­დეს, ვე­რა­ვინ დაგ­ვას­წრებს, ვი­ნა­ი­დან ყვე­ლა­ფერს სა­ჯა­როდ ვა­კე­თებთ.

 

- შე­მო­თა­ვა­ზე­ბის შემ­თხვე­ვა­ში თა­ნამ­შრომ­ლო­ბა­ზე და­თან­ხმდე­ბით?

- უნდა ავ­წონ-დავ­წო­ნოთ რა­ღა­ცე­ბი, ვი­ღა­ცებ­მა სა­კუ­თა­რი პო­ზი­ცია ღიად უნდა გა­მო­ხა­ტონ - ვინ ვინ არის, ვის რა უნდა, რა პო­ზი­ცია აქვს, სად დგას ეროვ­ნუ­ლი ინ­ტე­რე­სი, რო­გორ ხე­და­ვენ მო­მა­ვალს, რო­გორ ხე­და­ვენ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ გან­ვლილ 9 წელს და ყვე­ლაფ­რის გა­ა­ნა­ლი­ზე­ბის მერე გა­დავ­წყვეტთ.

 

წყარო

წაკითხვა 781 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.