სადაა "ქამრების შემოჭერა" - 300 ჯიპის ყიდვას აპირებს მთავრობა - რომან გოცირიძე

პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშიას" წევრი რომან გოცირიძე ხელისუფლებას პანდემიის პერიოდში ფინანსების არასწორად განკარგვაში ადანაშაულებს. 

 

გოცირიძე აცხადებს, რომ "ქართულმა ოცნებამ"  ნასესხები ფული საკუთარ პოლიტიკურ ინტერესებს მოარგო.

 

"როგორ შეიძლება ეკონომიკურ აღდგენაზე ვისაუბროთ, როდესაც მოსახლეობის მხოლოდ 1.5 %-ს აქვს ვაქცინის ორი დოზა გაკეთებული და რეალურად არც დაწყებულა ვაქცინაცია, ეს არის იმიტაცია, საცდელი პროცესი. ჩავარდნა პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის, ჯანდაცვის მიმართულებით, სოციალური დახმარების კუთხით და ახლაც მიდის სამინისტროებში კაბინეტების მოწყობა. 300 ჯიპის ყიდვას აპირებს მთავრობა.

 

სად არის ქამრების შემოჭერა, რისთვის დაზოგეს ფული? საკუთარი პარტიული აქტივი დაასაქმეს და მერე, როდესაც ცნობები საჭირო აღარ იყო და წესი შეცვალეს, მომენტალურად გაიზარდა ათასობით ადამიანი. საკუთარ პოლიტიკურ ინტერესებს მოარგეს ნასესხები ფული,"- განაცხადა რომან გოცირიძემ "რუსთავი 2-ის" ეთერში.

წაკითხვა 385 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.