"ოცნების" მთელი გუნდი უკვე შერყეულია - თაკო ჩარკვიანი

„ოცნების“ მთელი გუნდი უკვე შერყეულია და ჩვენ მათ ფსიქოლოგიურად მაინც მივიყვანთ იმ მდგომარეობამდე, რომ არჩევნებისთვის მივიღოთ ნორმალური საარჩევნო რეფორმა", - ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა თაკო ჩარკვიანმა განაცხადა. 

 

მისი თქმით, შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერებმა მრავალპარტიული გახადეს პარლამენტი და ბოიკოტს აზრი დაუკარგეს. 

 

„ოცნება“ აცხადებს, რომ მათ გადალახეს კრიზისი; კრიზისი ხელისუფლებისთვის განიმუხტა იმით, რომ მრავალპარტიული გახდა პარლამენტი. ქვეყანაში კრიზისი ვერ განმუხტეს.

კანონპროექტების წარდგენა-მიღებით „ოცნება“ ოპოზიციას ყოველთვის კენჭისყრით გვაჯობებს, მაგრამ გვაქვს ერთადერთი ბერკეტი და ეს არის საპარლამენტო კომისიები“ - აცხადებს ჩარკვიანი.

წაკითხვა 816 ჯერ განახლდა განახლდა ივნისი 13 2021

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.