დღევანდელი პრობლემები გაქრა საერთოდ პოლიტიკიდან - გიორგი გახარია

გიორგი გახარიამ  პარტიის "საქართველოსთვის" რეგიონული ოფისი წყალტუბოში გახსნა.

მისი თქმით, რეგიონული თვითმმართველობის არჩევნებში კანდიდატების წარდგენას ადგილობრივებს მიანდობს და თავად ამ საკითხში არ ჩაერევა. 

 

გახარიამ მის ხედვაზე ისაუბრა და თქვა, რომ ადგილობრივი ხელისუფლების გაძლიერების შემდეგ შესაძლებელი იქნება სახელმწიფო მმართველობა გაუმჯობესდეს და ქვეყანამ წინ წაიწიოს. 

 

ჩვენ ახლა პარტიასაც ვაყალიბებთ და არჩევნებშიც ვმონაწილეობთ. ამიტომ ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება ყველაფერი გავაკეთოთ სწრაფად და ხარისხიანად. მთავარი მიზანი დღეს არის, რომ ამ არჩევნებით შევძლოთ, ჯერ ადგილობრივი ხელისუფლება გავაძლიეროთ და შემდგომ უკვე დიდი არჩევნებით სახელმწიფოც გავაძლიეროთ, თორე ეს ქაოსი, რაც ხდება, ეს ამდენი ჭორაობა, ეს ამდენი ძალადობა, ეს ერთმანეთის ლანძღვა-გინება საბოლოო ჯამში თუ არ დასრულდა, უბრალოდ წინ ვერ წავალთ’’ - მიმართა მხარდამჭერებს გახარიამ.

 

გიორგი გახარიას თქმით, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის განვითარებას რამდენიმე ძირითადი შემოსავლის წყაროს განსაზღვრა და კეთილსინდისიერი, პროფესიონალი ადამიანები სჭირდება, რომლებიც რეგიონს გააძლიერებენ და დოვლათს შემატებენ.

 

სამ პრინციპს უნდა მივყვეთ, ღირსეული, კეთილსინდისიერი, პროფესიონალები გვჭირდება ჩვენ. ადამიანმა ღირსება რა არის ის უნდა იცოდეს. ეხლა, ის ხვალ და ზეგ სოფელში და რაიონში თუ ვერ გავიდა და ადამიანებს ვერ დაელაპარაკა და იმის სიტყვის ფასი ნული თუ იქნა, რათ გვინდა, ეხლა ესეთი სათრევი მაჩანჩალები ჩვენ არ გვჭირდება“- განაცხადა გახარიამ. 

წაკითხვა 335 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.