საქართველოს პრეზიდენტმა წყალტუბოში ტურისტული ინფრასტრუქტურა დაათვალიერა

საქართველოს პრეზიდენტი იმერეთის რეგიონს ესტუმრა და წყალტუბოში ის ტურისტული ინფრასტრუქტურა დაათვალიერა, რომელთაც სამკურნალო ტურიზმის განვითარების რეალური პოტენციალი გააჩნიათ.


პრეზიდენტს წყალტუბოში სახელმწიფო რწმუნებულმა იმერეთის რეგიონში შავლეგო ტაბატაძემ და ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ უმასპინძლეს.

 

ხაზი გაესვა წყალტუბოს, როგორც ბალნეოლოგიური კურორტის განვითარების მნიშვნელობას, სამკურნალო ტურიზმის და ზოგადად ტურიზმის განვითარებისთვის.


პრეზიდენტი უშუალოდ ესტუმრა ძველ სანატორიუმებს: "მეშახტე", "მედეა", დაათვალიერა სტალინის აგარაკი, ცივი ტბა, საწურბლიას მღვიმე, გუდიაშვილის პანო.

 

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა საქართველოს პრეზიდენტს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს ტურისტულ ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით არსებული მდგომარეობის შესახებ და პრეზიდენტის მხარდაჭერით, პროცესის გააქტიურების იმედი გამოთქვეს. მხარის გუბერნატორის შავლეგო ტაბატაძის აზრით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ დაინტერესდნენ ინვესტორები. პრეზიდენტი დაინტერესებულია, რომ წყალტუბოს განვითარების გეგმა დაიდოს და მისი განვითარების ტემპი დაჩქარდეს.


აღინიშნა, რომ წყალტუბო და ქუთაისი უნდა განიხილებოდეს ერთ ურბანულ კონტექსტში. წყალტუბოში კი, ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების პარალელურად გასათვალისწინებელია წყალტუბოს პარკების, მღვიმეების და გამორჩეული არქიტექტურის დაცვის აუცილებლობა.

 

პრეზიდენტის რეგიონში სტუმრობის მიზანი, სალომე ზურაბიშვილის წინასაარჩევნო დაპირების შესაბამისად, საქართველოს რეგიონების განვითარების პოტენციალის გაცნობა და რეგიონების განვითარების მხარდაჭერაა.

წაკითხვა 104 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.