"მაგაზე კომენტარს არ ვაკეთებ" - აბაზოვი ბერა ივანიშვილთან ნაცნობობაზე არ საუბრობს

მარნეულის ყოფილი მერი, რომელიც დევნასა და დამამცირებელ მოპყრობაშია ბრალდებული, ბერა ივანიშვილთან მუშაობის ფაქტს არ ადასტურებს.
აბაზოვი ამბობს, რომ მას ივანიშვილთან არასოდეს უმუშავია.
 
მისი თქმით, გავრცელებული ინფორმაცია, რომ ის 2012-2013 წლებში ივანიშვილების ოჯახის დაცვის თანამშრომელი იყო, სიმართლეს არ შეესაბამება.
 
„არა არ ვადასტურებ. არ მიმუშავიათქო ხომ გითხარით, ახლა მეუბნებით, არასოდეს არ გიმუშავია?- არა, არ მიმუშავია, არ ვადასტურებ,“-აცხადებს აბაზოვი.
 
„Presa.ge”-ს ინფორმაციით, აბაზოვი, რომელმაც ბიძინა ივანიშვილის ლანძღვისთვის მოქალაქე დასაჯა და მას შარდის სახეზე წასმა აიძულა, ციხიდან ბერა ივანიშვილის ჩარევით გამოუშვეს.
 
 მართალია, აბაზოვი არ ადასტურებს, რომ ის ივანიშვილის დაცვის თანამშრომელი იყო, თუმცა კითხვაზე- "იცნობს თუ არა ბერა ივანიშვილს," აბაზოვი ამბობს, რომ ამაზე კომენტარს არ გააკეთებს.
 
არსებული ინფორმაციით, პატიმრობიდან გათავისუფლებული მარნეულის ყოფილი მერი საკრებულოს ბიუჯეტიდან განაცდურის სახით 30 ათას ლარზე მეტის ჩარიცხვას ითხოვს და თანამდებობაზე აღდგენასაც ცდილობს.
 
http://rustavi2.ge
 
წაკითხვა 121 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.