"დამოუკიდებლობა მივიღეთ, მაგრამ თავისუფლება და სამართალი ამ ქვეყანაში ვერ დამკვიდრდა"

დამოუკიდებლობა მივიღეთ, მაგრამ თავისუფლება და სამართალი ამ ქვეყანაში ვერ დამკვიდრდა, - ამის შესახებ ექსპერტმა ვახტანგ ძაბირაძემ „ინტერპრესნიუსს“ 9 აპრილის შესახებ საუბრისას განუცხადა.

მისი თქმით, 9 აპრილი ორმხრივი დატვირთვისაა - ეს ტრაგედია იყო, თუმცა ამით საქართველოში საბჭოთა რეჟიმი დასრულდა.


„9 აპრილს ორმხრივი დატვირთვა აქვს. ეს იყო ერისა და ჩვენი მოსახლეობის ტრაგედია, მაგრამ ამავე დროს, 9 აპრილმა ფაქტობრივად დაასრულა საბჭოთა რეჟიმი საქართველოში, რაც ცოტა მოგვიანებით გაფორმდა. მას შემდეგ აღარც უშიშროების სისტემები, აღარც პარტიული და ძალოვანი სტრუქტურები აღარ იყო დომინანტი ქვეყანაში და ეროვნულმა მოძრაობამ მიიღო საყოველთაო ხასიათი - თუ მანამდე არსებობდა გარკვეული პრობლემები როგორც ცალკეულ ადამიანებში, ისე გარკვეულ ჯგუფებში, 9 აპრილის შემდეგ ეს კითხვის ნიშნები მოიშალა და ამან გააერთიანა არა ეროვნული მოძრაობა, რომელიც შემდეგ ისევ დაიყო, არამედ მთლიანად მოსახლეობა და დამოუკიდებლობის იდეა საყოველთაო გახდა“, - განაცხადა ექსპერტმა.


ძაბირაძის თქმით, ბოლო 30 წელი საქართველომ სწორედ იმის გარკვევას დაუთმო, საჭიროა თუ არა დემოკრატია ამ ქვეყანაში.

 


„პრობლემა ისაა, რომ დამოუკიდებლობას მივაღწიეთ, მაგრამ თავისუფლებამდე ძალიან შორი გზა გვაქვს გასავლელი. ეს 30 წელი სწორედ იმის გარკვევას მოვანდომეთ, გვჭირდება თუ არა დემოკრატია და თუ კი, მაშინ როგორი დემოკრატია გვჭირდება. 7 წლის წინ თავისუფალი სიტყვა და მედია კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა. დღეს მთლად ასე არ არის, მაგრამ სახელისუფლებო გავლენები მედიის მიმართულებაზე და პარტიებს შორის პოლარიზება თვალნათლივ ჩანს. დამოუკიდებლობა მივიღეთ, მაგრამ თავისუფლება და სამართალი ვერ დამკვიდრდა ამ ქვეყანაში. დამოუკიდებლობის გამოცხადების დღიდანვე საკითხი ასე დადგა, რომ დამოუკიდებლობა თუ დემოკრატია, ისე სვამდნენ ამ საკითხს, თითქოს ეს ორი ერთმანეთს ეწინააღმდეგებოდა. სამწუხაროდ ამას მოჰყვება ან სისხლიანი თუ უსისხლო გადატრიალებები, ან გადატრიალებასთან მიახლოებული არჩევნები, რაც ფაქტობრივად, მივიღეთ 2012 წელს. ეროვნულ მოძრაობაში მაშინაც უამრავი პრობლემა იყო, რაც სამწუხაროდ, დღესაც გადმოვიდა“, - აღნიშნა ძაბირაძემ.

წაკითხვა 678 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.