"ეს იყო შეშინებული კაცის დარდები, რომელიც გრძნობს, რომ ძალაუფლებას კარგავს და ყველამ ზურგი აქცია"

კაცი, რომელმაც დაკარგა რეალობის შეგრძნება - ჩაიკეტა საკუთარ ნაჭუჭში და ქვეყნის პრობლემა ბესელია-გედი-ჟორჟოლიან-ნაცვლიშვილ-ივანიშვილის დონეზე დაიყვანა, - ასე ეხმაურება ბიძინა ივანიშვილის გუშინ გაკეთებულ განცხადებებს ფრაქცია " ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძე.

"ივანიშვილმა თითქმის ორი საათის განმავლობაში ოთხჯერ ახსენა ”კაპიტანი გიგაური”, ორჯერ მეტად შალვა შავგულიძე და არცერთხელ - რუსეთი". ისინი, ვისაც გუშინ აიდიალებდა - მაღრაძე, ხუხაშვილი და სხვა საყვარელი ადამიანები , დღეს მტრები და „ნაციონალური მოძრაობის“ შემოგზავნილები არიან. აღმერთებს მურუსიძეს და ფრიად აფასებს ვინმე ზარდიაშვილის ტვინის ხვეულებს. ხალხს თურმე მოლანდებები დასჩემდა-ისე ცუდად არ ცხოვრობენ ადამიანები, როგორც ეჩვენებათ. როგორც სჩვევია, ყველაფერი წამოცდენებით დაფქვა. მაგალითად, ანაკლიის პროექტი არ ყოფილა მიმზიდველი და მოგება თურმე 30-40 წლის შემდეგ შეიძლება მიიღოს. ამას რომ ინვესტორს ეტყვი, ვინ უნდა მოჰკიდოს ამ პროექტს ხელი. შეშინებული კაცის დარდები, რომელიც გრძნობს, რომ ძალაუფლებას კარგავს, რომელსაც ყველამ ზურგი აქცია(ძმებმა „გრეჩიხებმაც“ კი) და რომელიც პოეტ თალაკვაძის, ჩაის მიმტან ზარდიაშვილის და ტვინისკოლოფა დეპუტატ კალისტრატე, იგივე კარლო კოპალიანის იმედად დარჩა. კიდევ ბევრი თვალმარგალიტი იყო. იმედგაცრუებული ვარ, მაინცდამაინც „ლივერპულის“ და „სიტის“ თამაშს რატომ დაამთხვიეს, ჩანაწერი იყო, ცოცხალი კი არა",- განაცხადა რომან გოცირიძემ.

 

წყარო

წაკითხვა 710 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.