18 აპრილიდან პარლამენტთან მჯდომარე, უვადო აქციას დავიწყებთ — შალვა ნათელაშვილი

ლეიბორისტული პარტიის ლიდერის, შალვა ნათელაშვილის განცხადებით, ტაქსისტების მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, პარლამენტის წინ საპროტესტო აქციები დაიწყება.

ნათელაშვილს თქმით, 18 აპრილიდან პარლამენტთან დღის 3 საათზე "მჯდომარე, უვადო, პერმანენტულ საპროტესტო აქციას" გეგმავენ.

"თუ ამ დღეებში სასწრაფოდ არ დაკმაყოფილდება ტაქსისტთა მოთხოვნა, ხელისუფლება არ აიღებს ხელს დისკრიმინაციულ ნორმებზე, იძულებითი გადაღებვისა და სხვა სისულელეების შესახებ, რომელთა მიზანია განდევნოს თვითდასაქმებული ხალხი ბაზრიდან და მილიონიანი ბიზნესი დარჩეს კალაძესა და ივანიშვილს, 18 აპრილს, დღის 3 საათზე პარლამენტის წინ ვიწყებთ მჯდომარე, უვადო, პერმანენტულ საპროტესტო აქციას, საყოველთაო გაფიცვით, ვეპატიჟებით ყველას, ვისაც მამულისათვის გული უძგერს. აბა ვნახოთ, ვისი გავა", — აცხადებს ნათელაშვილი.

თბილისში ტაქსის მძღოლებმა საპროტესტო აქცია ორჯერ გამართეს. ისინი მოითხოვენ ქალაქის მერმა უარი თქვას დაწესებულ რეგულაციებზე. მათი თქმით, მთავარი მოთხოვნაა მარჯვენასაჭიანი და B კატეგორიის მანქანებს მგზავრების გადაყვანის უფლება დართონ. ასევე, 2021 წლამდე გადაიდოს ფერზე აკრძალვა.

ახალი რეგულაციები

თბილისში 2019 წლის პირველი ოქტომბრიდან თეთრი ფერის ტაქსები იმოძრავებენ. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის 26 სექტემბრის სხდომაზე განაცხადა.

პირველი ოქტომბრიდან ტაქსის სერვისის განხორციელებას ვერ შეძლებენ სამკარიანი და მარჯვენა საჭიანი ავტომობილები.

კახა კალაძის ინფორმაციით, მოცემულ ეტაპზე, ტაქსის სერვისის განხორციელებაზე 6 200-ზე მეტი ნებართვაა გაცემული. პირველი ოქტომბრიდან კი, ამ საქმიანობის შესაბამისი ლიცენზიის გარეშე განხორციელება 200 ლარით დაჯარიმდება.

კახა კალაძე ამბობს, რომ სატრანსპორტო პოლიტიკის მეორე ეტაპია ვიზუალური სტანდარტი, ყველა ტაქსი მომავალი წლის პირველი ოქტომბრიდან თბილისში თეთრი უნდა იყოს

on.ge

წაკითხვა 1317 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.