"უსუსურ ოპონენტებს მინდა მივმართო, ნურავის ექნება იმედი, რომ ისინი რაიმე ფორმით შეძლებენ შუღლისა და განხეთქილების შემოტანას"

ნურავის ექნება იმედი, რომ ისინი რაიმე ფორმით შეძლებენ შუღლისა და განხეთქილების შემოტანას, - ამის შესახებ „პარტია ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა მდივანმა ირაკლი ღარიბაშვილმა მარნეულში მერობის კანდიდატად ზაურ დარგალის წარდგენისას განაცხადა.

მისი თქმით, საქართველო არასოდეს დაბრუნდება წარსულში. ღარიბაშვილი დარწმუნებულია, რომ „ქართული ოცნება“ 2019 წლის მერების რიგგარეშე და საკრებულოების შუალედურ არჩევნებს მოიგებს.

 

„ჩვენ მივდივართ მომავლისკენ და არასოდეს დავბრუნდებით წარსულში. წინა ხელისუფლების ხელწერა იყო ჩვენი მოსახლეობის ჩაგვრა, ჩვენი მოსახლეობის წინაააღმდეგ მიმართული არნახული ძალადობა, რომელიც 2012 წელს ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით დავამარცხეთ. ამ უსუსურ ოპონენტებს მინდა მივმართო, ნურავის ექნება იმედი, რომ ისინი რაიმე ფორმით შეძლებენ შუღლისა და განხეთქილების შემოტანას ჩვენს საზოგადოებაში. ჩვენი გუნდი ამას არ დაუშვებს. ამ არჩევნებზე აუცილებლად გავიმარჯვებთ,” - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის 19 მაისს ქვეყნის რამდენიმე რეგიონში მერების რიგგარეშე და საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება.

წაკითხვა 809 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.