"სააკაშვილი ტოლობის ნიშანს სვამს ოკუპანტი რუსეთის და დასავლეთის მიდგომებს შორის" - გია ვოლსკი
„ყოველგვარი ორაზროვნების გარეშე იგი, ფაქტობრივად ტოლობის ნიშანს სვამს ოკუპანტი რუსეთის და დასავლეთის მიდგომებს შორის, როგორც უკრაინის ასევე საქართველოსთან მიმართებაში,“- ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გია ვოლსკიმ მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს, რომელიც უკრაინისა და ევროკავშირის ურთიერთობებს ეხებოდა.
პარლამენტის ვიცე-სპიკერის თქმით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის შეფასებები ევროპის კოლონიალურ პოლიტიკასთან დაკავშირებით კრემლის რიტორიკის გამეორებაა.
გია ვოლსკიმ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილმა რუსეთის და დასავლეთის მიდგომებს შორის ტოლობის ნიშანი დასვა.
„შექმნილ რთულ ვითარებაში, როდესაც უკრაინისთვის საერთაშორისო თანადგომა, ისევე როგორც საქართველოსთვის გადამწყვეტი პირობაა, სააკაშვილი მიუთითებს რომ განვითარებული უკრაინა და განვითარებული საქართველო არავის სჭირდება კოლონიალური პოლიტიკის გამტარებელ ევროკავშირში.
გარდა იმისა, რომ სააკაშვილმა ზედმიწევნით გაიმეორა რუსეთის სტრატეგიული ამოცანის მთავარი ფორმულა, პოსტულატი, უკრაინის დასავლეთის დიქტატისგანდამოუკიდებელი განვითარების, პერსპექტივის სადემონსტრაციოდ წარმოუდგინა ანიმაციური ფილმი.
„თუკი ყურადღებით გავაანალიზებთ „ნაციონალური მოძრაობისა“ და მის გარშემო გაერთიანებული სატელიტური პოლიტიკოსებისა და ნაკლებად პარტიების ბოლო დროინდელ ქმედებებს, მათი საპრეზიდენტო კანდიდატის და ახლა უკვე თავმჯდომარის მონაცემებს, ცილისმწამებლურ განცხადებებს, ქვეყნის შიგნით დესტაბილიზაციის დაუოკებელ მცდელობებს, დასკვნები სხვა შინაარსის იქნება,“ - განაცხადა გია ვოლსკიმ.
მიხეილ სააკაშვილმა უკრაინელებს სახელისუფლებო სისტემის რეფორმირების ახალი გეგმა გააცნო. ცვლილებების აუცილებლობაზე საქართველოს მესამე პრეზიდენტმა ვარშავაში ილაპარაკა, სადაც უკრაინულ დიასპორას შეხვდა.
სიახლეები
- მაკარონი მდნარი ყველით
- " როგორ შეიძლება მოწოდებები გააკეთო დაპირისპირებაზე? „ოცნება“ ხომ არ ხარ? - ყველას მოვუწოდებ, თავი შეიკავონ მსგავსი ტიპის უპასუხისმგებლო განცხადებებისგან "-ბექა ლილუაშვილი გიორგი ვაშაძის განცხადებაზე
- 3 თვის მონაცემებით, საქართველოში თავშესაფრის მაძიებლად 379 პირია აღრიცხული, საიდანაც ყველაზე ბევრი - 66 ადამიანი, უკრაინის მოქალაქეა - ამავე პერიოდში საქართველოდან სხვა ქვეყნის 59 მოქალაქე გააძევეს
- " ევროპარლამენტში საქართველოსათვის სანქციების მოთხოვნის მხარდამჭერთა ბირთვს ლიეტუველი დეპუტატები წარმოადგენენ, კუბილიუსის - გორბაჩოვის მხარდამჭერისა და მეხოტბის მეთაურობით" - გია ვოლსკი
- "მამული, ენა და სარწმუნოება - ეს არის სამი მთავარი საყრდენი, რომელიც ქმნის საქართველოს ეროვნულ იდენტობას" - ირაკლი კობახიძე