პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზს ზვიად გამსახურდიას სახელი მიენიჭა

საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას სახელი მიენიჭა.

პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის წინადადება ბიურომ დღევანდელ სხდომაზე განიხილა და ერთსულოვნად დაუჭირა მხარი.

 

“ეს წინადადება არის არგუმენტირებული. 28 წლის წინ, საქართველოს დამოუკიდებლობის აღგენა პირველი პრეზიდენტის, მაშინდელი პარლამენტის თავმჯდომარის მიერ სწორედ პლენარულ სხდომათა დარბაზში გამოცხადდა. ამ აქტისა და საქართველოს პირველი პრეზიდენტის მიმართ პატივისცემის ნიშნად არის შემოთავაზება, რომ პლენარულ სხდომთა დარბაზს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას სახელი ეწოდოს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ ბიუროს სხდომაზე.

 

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ზვიად ძიძიგურმა ირაკლი კობახიძეს ინიციატივისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ზვიად გამსახურდია ის პოლიტიკური ლიდერი იყო, რომელმაც საბჭოთა კავშირის არსებობის პირობებში, მთელი საქართველოს ტერიტორიაზე რეფერენდუმის ჩატარება და 1991 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობის აღდგენის გამოცხადება გაბედა.

 

დეპუტატ მირიან წიკლაურის თქმით კი, ამგვარი გადაწყვეტილება აქამდე უნდა ყოფილიყო მიღებული და მნიშვნელოვანია, რომ იდეას დღეს შეესხა ხორცი.

 

„ზვიად გამსახურდიას სახელის დაფასება უნდა გაგრძელდეს და გაფართოვდეს“, - აღნიშნა მირიან წიკლაურმა.

წაკითხვა 671 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.