"რა შეუკვეთეს და რა ჩამოვიდა, მთელმა საზოგადოებამ ნახა"

რა შეუკვეთეს და რა ჩამოვიდა რეალურად მთელმა საზოგადოებამ ნახა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს დეპუტატმა ზვიად კვაჭანტირაძემ ვენეციის კომისიის დასკვნისა და რეკომენდაციების შეფასებისას განუცხადა.

 

მისი შეფასებით, ხელისუფლების მხრიდან ვენეციის კომისიის რეკომენდაციების მიმართ მიდგომა, თუ მოვისმენთ რამდენიმე დღის წინანდელ განცხადებებს, იყო ზედმეტად თავდაჯერებული და ქედმაღლული.

 

„ისინი არწმუნებდნენ საზოგადოებას, რომ ვენეციის კომისიიდან ჩამოვა ის დასკვა, რაც საჭიროა. მე ვფიქრობ, რომ ეს არის მიუღებელი, გარკვეულწილად მადისკრედიტირებელი განცხადებაც კი ვენეციის კომისიის მიმართ. როგორც ხუმრობით ვიცით თქმა, რა შეუკვეთეს და რა ჩამოვიდა, კარგად ნახა მთელმა საზოგადოება. ვინც ვერ დაინახა ან დანახვა არ სურთ, მე მოვუწოდებ კარგად, სიტყვა-სიტყვით წაიკითხონ.

 

მე ვფიქრობ, ყველა ერთად, ღირსეულად უნდა შევხვდეთ ამ მძიმე დასკვნას, გავიზიაროთ იგი და ბოლომდე ვიბრძოლებთ, რომ პუნქტების მიხედვით დეტალურად იყოს გაზიარებული. თუ ამას არ გააკეთებს მმართველი გუნდი, მაშინ კატეგორიულად მოვითხოვთ, რომ ჩავარდეს მისი მიღება. დასკვნის გათვალისწინების გარეშე კანონის მიღება ჩიხში შესვლაა“, - განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ.

წაკითხვა 771 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.