ქუთაისში ფაშიზმზე გამარჯვების დღე აღნიშნეს

ფაშიზმზე გამარჯვების დღე აღნიშნეს ქუთაისში.

ქალაქის მერმა გიორგი ჭიღვარიამ, ვიცე-მერმა დავით ერემეიშვილმა, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეებმა და საკრებულოს წევრებმა, ვეტერანებთან ერთად 9 მაისის მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

 

ვეტერანები რომლებმაც მემორიალთან მისვლა ვერ შეძლეს, ქალაქის პირველმა პირებმა ოჯახებში მოინახულეს.

 

ქუთაისში სულ 16 ვეტერანია, რომლებსაც მერია ფულად დახმარებას გაუწევს.

 

" დღეს მსოფლიო ფაშიზმზე გამარჯვებას აღნიშნავს. 9 მაისი განსაკუთრებულია ჩვენი ქვეყნისთვის, რადგან ჩვენმა წინაპრებმა საკუთარ თავზე იწვნიეს ომის სიმწარეც და ამ გამარჯვებით მიღებული მშვიდობის ყადრი. სწორედ ამიტომაც ყოველ 9 მაისს ჩვენ დიდი პატივით ვეგებებით ომის ვეტერანებს და ამ უმნიშვნელოვანეს დღეს ვულოცავთ. აქვე პატივს მივაგებთ დაღუპულთა ხსოვნას. ამასთან ჩვენ ტრადიციულად ფინანსურ დახმარებას გავუწევთ ომის მონაწილეებს და მათ ოჯახებს,"- განაცხადა ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ.

წაკითხვა 806 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.