"სალომე ზურაბიშვილი რასაც მიეკარა, ყველაფერი გააფუჭა და დააზიანა"

დავით გარეჯი არის პრობლემა, რომელიც სტკივა თითოეულ ადამიანს საქართველოში, ყველა უნდა ვიყოთ მზად, რომ ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში ვიმუშაოთ და წვლილი შევიტანოთ კონსტრუქციულად და ნორმალურად და არა მჯიღის ცემით, ისე როგორც გააკეთა ეს სალომე ზურაბიშვილმა და რითიც რეალურად დააზიანა და შექმნა დღევანდელი პრობლემა, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს" ლიდერმა დავით ბაქრაძემ დავით გარეჯის გარშემო მიმდინარე პროცესების შეფასებისას განაცხადა.

 

მისი თქმით, დავით გარეჯი არის საქართველოს ისტორიის, კულტურის და სულიერების ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი. ამიტომ თითოეული გაუაზრებელი განცხადება, "ურა“, მჯიღის ცემა", რომელიც დავით გარეჯის პრობლემის გადაწყვეტას და საქართველო-აზერბაიჯანის სტრატეგიულ მეგობრულ ურთიერთობებს აზიანებს პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს სახლმწიფო ინტერესებს.

 

"ეს პირველ რიგში ეხება ზურაბიშვილს, რომელიც , რასაც მიეკარა ყველაფერი გააფუჭა და დააზიანა. გამოსავალი არის ერთი: საქართველოს და აზერბაიჯანს შორის არსებული პარტნიორული, მეგობრული, ძმური ურთიერთობების გათვალისწინებით დავიწყოთ საქმიანი, კონსტრუქციული მოლაპარაკება და ამ გზით გადავჭრათ ის პრობლემა, რომელიც ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროიდან ნაღმად არის ჩადებული საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობას შორის",-აცხადებს დავით ბაქრაძე.

 

იგი მიხეილ სააკაშვილის იმ განცხადებასაც გამოეხმაურა, სადაც ყოფილი პრეზიდენტი მოლაპარაკებებში შუამავლის როლის შესრულებაზე მზაობას გამოთქვამს. დავით ბაქრაძის თქმით, ის ვერ ხედავს პრობლემას, რომ საკითხის მოგვარებაში სურვილის და მზადყოფნის შემთხვევაში, ნებისმიერი ადამიანის რესურსი იქნას გამოყენებული. ბაქრაძის განმარტებით, დავით გარეჯის პრობლემა საქართველოში თითოეულ მოქალაქეს სტკივა.

 

"დავით გარეჯი არ არის ოფიციალური თემა. დავით გარეჯი არის საკითხი, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის, კულტურუსთვის, ისტორიისთვის, სულიერებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ ნებისმიერი ადამიანის ჩართულობა , რომელსაც გააჩნია რესურსი , რომ დადებითი როლი შეასრულოს ამ პროცესში, იქნება პოზიტიური, არამხოლოდ ყოფილი პრეზიდენტის , არამედ დღეს მოქმედი დეპუტატების, კულტურის მოღვაწეების მხრიდანაც. ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ, იმაზე, რომ აზერბაიჯანის მხარესთან ჩვენი ტრადიციული, კეთილმეზობლური ურთერთობები გამოვიყენოთ და მოვაგვარით და მოვაწესრიგოთ ეს პრობლემა",-აცხადებს დავით ბაქრაძე.

წაკითხვა 1107 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.