“სააკაშვილს არც უკრაინაში და არც საქართველოში პერსპექტივა არ აქვს”

“ მე მგონი, რომ შალვა შავგულიძე მეორე ტურში გაიმარჯვებს, რაც დარტყმა იქნება “ოცნებისთვის”, ძალიან კარგი კი მთლიანობაში ოპოზიციისთვის, რადგან ასეთი პრეცენდენტი არ ყოფილა...

რაც შეეხება ამ არჩევნების შემდეგ ოპოზიცის სამომავალო გეგმებს, არა მგონია, რომ “ნაციონალური მოძრაობა” დაიშალოს. იგი კვლავ რჩება რეიტინგულ ოპოზიციურ ძალად და ამას აჩვენებს ყველა არჩევნების შედეგები”, - აცხადებს პოლიტოლოგი დავით ზურაბიშვილი გაზეთ“რეზონანსისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით რაზე შეიძლება შეთანხმდნენ ივანიშვილი და ალიევი - “ალიევმა კარგად იცის ვინ იღებს საქართველოში გადაწყვეტილებებს”.

 

“ოპოზიციის შიგნით მიდის პროცესი, კონსულტაციები და რა კონფიგურაციას მიიღებს 2020 წლის არჩევნებისთვის საუბარი ნაადრევია, თუმცა, რაღაც კონფიგურაციას მიიღებს და ოპოზიციურ ძალებში გადაადგილება მოხდება. რევოლუციური გზა ხელისუფლების შესაცვლელად გამორიცხულია და ამაზე საუბარი საერთოდ არ უნდა იყოს. სააკაშვილი თავისი განცხადებებით უფრო აზიანებს ოპოზიციის პერსპექტივას. არ მგონია, რომ სააკაშვილს უკრაინაში რაიმე პერსპექტივა ჰქონდეს, რადგან ისეთი მაღალი რეიტინგის მქონე ფიგურა არ არის, რომ უკრაინის პოლიტიკურ ლიდერი გახდეს. მიდგება-მოდგება და ეს არის. არც საქართველში აქვს პერსპექტივა, მიუხედავად იმისა, რომ მყარი ამომრჩეველი ჰყავს, მაგრამ უფრო მეტია ის ხალხი ვინც მისი კატეგორიული წინაღმდეგია და არ უნდათ, რომ სააკაშვილი ხელისუფლებაში დაბრუნდეს, მათ შორის ისინიც ვისაც ეს ხელისუფლება არ უნდა”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას დავით ზურაბიშვილი და შეკითხვაზე - “თუმცა, სააკაშვილი თავის პერსპექტივას საქართველოში ამ ეტაპზე დავითგარეჯის პრობლემის მოგვარებაში ხედავს და ამბობს, რომ ბაქოში თავისი კავშირებით ამ პრობლემას მოაგვარებს...” - პასუხობს:

 

“ეს განცხადება არის პიარის კონტექსტში გაკეთებული. გააჩნია რას დავარქმევთ მოგვარებას - დავითგარეჯის პრობლემასთან დაკავშირებით შეთანხმება უნდა მოხდეს ორივე ქვეყნის პირველ პირებს შორის; რა თქმა უნდა, ბახტაძეს არ ვგულისხმობ, არამედ ივანიშვილს და ალიევს. ალიევმაც ძალიან კარგად იცის, ვინ არის საქართველოში პირველი პირი და ვინ იღებს გადაწყვეტილებებს”.

წაკითხვა 757 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.