"დიახ, ჩემი ეშინოდა სააკაშვილს და ეშინია ივანიშვილს"

დიახ, ჩემი ეშინოდა სააკაშვილს და ეშინია ივანიშვილს.

რატომ? იმიტომ, რომ რაც არ უნდა დაგვაბრალონ, თავად ცილისმწამებლებმა ყველაზე კარგად იციან, რომ მე ვარ რეალურად პროქართული პოლიტიკოსი. პოლიტიკოსი, რომელიც არასოდეს არ მოემსახურება არც დასავლეთის და არც ჩრდილოეთის ინტერესებს და ყოველთვის ემსახურება მხოლოდ საქართველოს,-ამის შესახებ „დემოკრატიული მოძრაობის“ თამვმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ პარტიის ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

მისი თქმით, წლებია დემოკრატიულ მოძრაობას ათასგვარ კლიშეებს „აკერებენ“, პარტიამ ბევრი უსამართლობის და ცილისწამების ტალღა გადაიტანა, მაგრამ ამან მხოლოდ გააძლიერა.

 

„მათ იციან, რომ ვერ შემაშინებენ და ვერ მიყიდიან! მათ კარგად ესმოდათ და ესმით, რომ მე და ჩემი თანაგუნდელები ვართ ის ადამიანები, რომლებმაც დიახ, 26 მაისს დავამთავრეთ სააკაშვილი და ახლა აუცილებლად დავასრულებთ საქართველოში ერთპიროვნულ ფეოდალურ მმართველობას.ეს იცის იმ უამრავმა ადამიანმა, რომელიც ყოველთვის მიჭერდა მხარს და მომავალში კიდევ მეტი დაგვიდგება მხარში.

ჩვენ გვყავს ყველაზე სტაბილური ამომრჩეველი, რომელიც გონებით აკეთებს არჩევანს. რომელიც ხედავს, ვინ გააკეთებს რეალურად საქმეს და დაიცავს ქვეყნის ინტერესებს, სუვერენიტეტს, საზღვრებს, ერთიანობას და მორალურ, ზნეობრივ ღირებულებებს. დღეს პოლიტიკოსთა უმრავლესობა სხვა უცხო ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, უპირისპირდება მეორე უცხო ქვეყანას. საქართველოს ინტერესები კი უგულებელყოფილია. ჩვენ ამას აღარ დავუშვებთ“,-განაცხადა .

წაკითხვა 1727 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.