"არ შეიძლება მოითმინო, რომ ადამიანს, რომელიც წლების განმავლობაში შენთვის იბრძოდა, შეურაცხყოფა მიაყენო"

ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი იმედოვნებს,რომ მთაწმინდის მოსახლეობა სწორ არჩევანს გააკეთებს.

„იმედი მაქვს, რომ მთაწმინდის მოსახლეობა პასუხს გასცემს იმ ძალიან ბიძნურ კამპანიას, რომელიც ერთ-ერთი ჩვენგანის, ჩვენი თანამებრძოლის, მართლა გამორჩეული ადამიანის წინააღმდეგ იყო წარმოებული. არ შეიძლება საზოგადოებამ მოითმინოს, როდესაც იმ ადამიანს, ვინც შენთვის იბრძოდა წლების განმავლობაში, ასე ცდილობენ, რომ შეურაცხყოფა მიაყენონ. მას კი არ აყენებენ შეურაცხყოფას, ჩვენ გვაყენებენ შეურაცხყოფას იმის განცდით, თითქოს ჩვენ ყველაფერს დავიჯერებთ და გადავყლაპავთ. მე მჯერა, რომ მთაწმინდელები თავიანთ პოზიციას დააფიქსირებენ“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა მთაწმინდის ოლქში, ხმის მიცემის შემდეგ.

 

რაც შეეხება კითხვას, აპირებს თუ არა პოლიტიკაში დაბრუნებას, ყოფილი პრეზიდენტის თქმით, „დღეს თავისი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა დააფიქსირა, ყველაზე დიდი პოლიტიკოსობა კი სწორედ საარჩევნო უბანზე მისვლაა“.

წაკითხვა 679 ჯერ განახლდა განახლდა ივნისი 09 2019
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.