ამ გვერდის ამობედვა

ირაკლი ოქრუაშვილისა და გუბაზ სანიკიძის პასუხი სოსო რობაქიძეს

სოსო რო­ბა­ქი­ძეს თუ რა­ი­მე პრე­ტენ­ზია გა­აჩ­ნია, მისი სა­მე­გობ­როა დღეს სა­სა­მარ­თლო, პრო­კუ­რა­ტუ­რა, აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა და თა­ვი­სი პრე­ტენ­ზი­ე­ბი შე­უძ­ლია იქ და­ა­ფიქ­სი­როს, - ამის შე­სა­ხებ ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვილ­მა მისი პო­ლი­ტი­კუ­რი გა­ერ­თი­ა­ნე­ბის „გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი ხალ­ხი“ პრე­ზენ­ტა­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და.

ამით ოქ­რუ­აშ­ვი­ლი გა­მო­ეხ­მა­უ­რა ბუტა რო­ბა­ქი­ძის მა­მის, სოსო რო­ბა­ქი­ძის, გან­ცხა­დე­ბას, რომ ის ოქ­რუ­აშ­ვილს პო­ლი­ტი­კა­ში ყოფ­ნას არ და­აც­დის.

ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, სოსო რო­ბა­ქი­ძეს თუ მას­თან შეხ­ვედ­რა სურს, იცის სა­დაც უნდა იპო­ვოს.

„ამ ადა­მი­ანს თუ რა­ი­მე პრე­ტენ­ზია გა­აჩ­ნია, მისი სა­მე­გობ­როა დღეს სა­სა­მარ­თლო, მისი სა­მე­გობ­როა დღეს პრო­კუ­რა­ტუ­რა, მისი სა­მე­გობ­როა დღეს აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა. თა­ვი­სი პრე­ტენ­ზი­ე­ბი შე­უძ­ლია და­ა­ფიქ­სი­როს იქ. ან თუ რამე უშუ­ა­ლო სა­უ­ბა­რი უნდა ჩემ­თან, იცის სად და რო­გორ უნდა მომ­ძებ­ნოს. ტრა­გიზ­მით მო­ცუ­ლი ის­ტო­რი­აა და შე­სა­ბა­მი­სად, ოჯა­ხიც ძა­ლი­ან და­ზა­რე­ბუ­ლია. სი­ტყვებს სწო­რად ვარ­ჩევ, არ გა­და­ვი­დე გარ­კვე­ულ ზღვარს, მაგ­რამ რა­ღა­ცებს სა­ზღვა­რი აქვს,“ - გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვილ­მა.

 ბუტა რო­ბა­ქი­ძის მა­მას ახ­ლად­და­ფუძ­ნე­ბუ­ლი მოძ­რა­ო­ბის წევ­რმა გუ­ბაზ სა­ნი­კი­ძე­მაც უპა­სუ­ხა. რო­გორც სა­ნი­კი­ძემ სოსო რო­ბა­ქი­ძის გან­ცხა­დე­ბის სა­პა­სუ­ხოდ გა­ნა­ცხა­და, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს თა­ვად იღებს, მი­უ­ხე­და­ვად რო­ბა­ქი­ძის მი­მართ პა­ტი­ვის­ცე­მი­სა.

„სო­სოს პა­ტივს ვცემ, მაგ­რამ ამის მი­უ­ხე­და­ვად, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს ჩვენ მი­ვი­ღებთ. მას თუ რა­ი­მე პრე­ტენ­ზია აქვს, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის სა­სა­მარ­თლოს მი­მარ­თოს“, - აღ­ნიშ­ნა სა­ნი­კი­ძემ.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვი­ლის მოძ­რა­ო­ბის პრე­ზენ­ტა­ცი­ა­ზე სოსო რო­ბა­ქი­ძე მი­ვი­და და გა­ნა­ცხა­და, რომ ოქ­რუ­აშ­ვი­ლის ად­გი­ლი არა პო­ლი­ტი­კა­ში, არა­მედ ცი­ხე­შია. რო­ბა­ქი­ძემ გუ­ბაზ სა­ნი­კი­ძე­საც მი­მარ­თა და სთხო­ვა, ოქ­რუ­აშ­ვი­ლის პო­ლი­ტი­კურ მოძ­რა­ო­ბას არ შე­ერ­თე­ბო­და.

ambebi.ge

წაკითხვა 1226 ჯერ

სიახლეები